გეორგ თრაქლი

გეორგ თრაქლი
Georg Trakl.jpg
დაბ. თარიღი3 თებერვალი 1887(1887-02-03)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილიზალცბურგი[6]
გარდ. თარიღი3 ნოემბერი 1914(1914-11-03)[1] [2] [3] [4] [5] (27 წელი)
გარდ. ადგილიკრაკოვი[6]
დასაფლავებულიამიულაუს მთავარი სასაფლაო
საქმიანობაპოეტი და მწერალი
ენაგერმანული ენა[7]
ეროვნებაავსტრიელები
მოქალაქეობაFlag of Austria.svg ავსტრია
ალმა-მატერივენის უნივერსიტეტი
ჟანრიპოეზია და პიესა
Magnum opusQ21980620?
ხელმოწერაTrakl Signature.gif
საიტიgeorgtrakl.de

გეორგ თრაქლი (გერმ. Georg Trakl; დ. 3 თებერვალი 1887, ზალცბურგი — გ. 3 ნოემბერი 1914, კრაკოვი) — ავსტრიელი პოეტი.

ბიოგრაფია

გეორგ თრაქლი დაიბადა და ცხოვრების პირველი 18 წელი გაატარა ზალცბურგში. სწავლობდა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში (თუმცა კი მისი მშობლები პროტესტანტები იყვნენ). ზალცბურგის გიმნაზიაში სწავლობდა ლათინურს, ძველ ბერძნულს, მათემატიკას. 17 წლისამ დაიწყო ლექსების წერა.

პოეტს გიმნაზია არ დაუმთავრებია, ისე იმუშავა სამი წელი აფთიაქში. ამ პერიოდში ის დრამატურგიას მიმართავს, მაგრამ მის პიესებს „მოხსენიების დღე“ და „ფატა მორგანა“, რომლებიც ქალაქის თეატრში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლიათ.

1908 წელს თრაქლი საცხოვრებლად ვენაში გადავიდა, უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიის შესასწავლად, მაგრამ გაცილებით მეტ ყურადღებას პოეზიას უთმობდა. იგი დაუახლოვდა ვენის პოეტურ და მხატვრულ ბოჰემას და პირველად შეძლო თავისი ლექსების გამოქვეყნება.

უნივერსიტეტის დამთავრება დაემთხვა მამის გარდაცვალებას შესახებ შეტყობინების მიღებას, რის შემდეგაც თრაქლი არმიის რიგებში განწესდა. ერთი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ზალცბურგში და კვლავ აფთიაქში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მიღებული იქნა ინსბრუკის საგარნიზონო ჰოსპიტალის აფთიაქთან არსებული სამხედრო პროვიზორის თანამდებობაზე. ზალცბურგის პოეტურ წრეებში მან აღიარება მოიპოვა, მისი ლექსები დაიბეჭდა ავტორიტეტულ ჟურნალში Der brenner, 1913 წელს კი გამოიცა მისი პირველი კრებული სათაურით „ლექსები“ (გერ. Gedichte). თრაქლს მფარველობდა ფილოსოფოსი და მეცენატი ლუდვიგ ვიტგენშტაინი, რომელმაც დააარსა სტიპენდია მატერიალურად შევიწროებული პოეტებისათვის. ამავდროულად პოეტის ცხოვრება ინსბრუკში ბოჰემური იყო - პოეტი მიეჩვია კოკაინსა და ალკოჰოლს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას თრაქლი მობილიზებული იქნა ავსტრო-უნგრეთის არმიაში, მსახურობდა გალიციაში, საველე ჰოსპიტალში. ის ვერ ართმევდა თავს დაჭრილების მოვლას, შეპყრობილი იყო დეპრესიით, ჰქონდა სუიციდის ცდები. იგი გადაიყვანეს კრაკოვში, სადაც ჰოსპიტალიზირებული იქნა. 1914 წლის სამ ნოემბერს თრაქლმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე საავადმყოფოს პალატაში კოკაინის სასიკვდილო დოზის მიღებით.

გამოსახულია 1989 წლის ავსტრიულ საფოსტო მარკაზე.

Other Languages
العربية: جورج تراكل
تۆرکجه: قئورق تراکل
беларуская: Георг Тракль
беларуская (тарашкевіца)‎: Георг Тракль
български: Георг Тракъл
català: Georg Trakl
čeština: Georg Trakl
Deutsch: Georg Trakl
Ελληνικά: Γκέοργκ Τρακλ
English: Georg Trakl
Esperanto: Georg Trakl
español: Georg Trakl
euskara: Georg Trakl
français: Georg Trakl
hrvatski: Georg Trakl
magyar: Georg Trakl
Հայերեն: Գեորգ Թրակլ
italiano: Georg Trakl
Lëtzebuergesch: Georg Trakl
latviešu: Georgs Trākls
Nederlands: Georg Trakl
norsk nynorsk: Georg Trakl
polski: Georg Trakl
português: Georg Trakl
română: Georg Trakl
русский: Тракль, Георг
srpskohrvatski / српскохрватски: Georg Trakl
slovenčina: Georg Trakl
slovenščina: Georg Trakl
svenska: Georg Trakl
Türkçe: Georg Trakl
українська: Георг Тракль