გეორგიოს I

გეორგიოს I
Γεώργιος Αʹ
King George of Hellenes.jpg
საბერძნეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:30 მარტი 1863
მმართ. დასასრული:18 მარტი 1913
წინამორბედი:ოტონი
მემკვიდრე:კონსტანტინოს I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:24 დეკემბერი 1845
დაბ. ადგილი:კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი:18 მარტი 1913
გარდ. ადგილი:სალონიკი, საბერძნეთი
მეუღლე:ოლღა კონსტანტინოვნა
შვილები:კონსტანტინოს I
პრინცი გეორგიოსი
პრინცესა ალექსანდრა
პრინცი ნიკოლაოსი
პრინცესა მარია
პრინცესა ოლგა
პრინცი ანდრეასი
პრინცი კრისტოფორი
მამა:კრისტიან IX
დედა:ლუის ჰესელ-კესელელი
რელიგია:ლუთერანობა
ხელმოწერა:George I of Greece signature.svg

გეორგიოს I (ბერძნ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი 1845 — გ. 18 მარტი 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.

დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია. პრინცი ვილჰელმი, რომელიც მოგვიანებით გეორგიოსად იწოდა, დაქორწინდა რუსეთის დიდ მთავარზე, ოლღა კონსტანტინოვნაზე და საბერძენთის ახალი დინასტიის პირველი მონარქი გახდა. მისმა ორმა დამ, ალექსანდრამ და დაგმარამ ბრიტანეთის და რუსეთის მონარქებზე იქორწინეს. ედუარდ VII და ალექსანდრე III გეორგიოსის სიძეები, ხოლო ჯორჯ V და ნიკოლოზ II დისშვილები იყვნენ.

გეორგიოს I-ის 50 წლიანი მმართველობა ხასიათდება ტერიტორიული მიღწევებით, რომელიც საბერძნეთმა ევროპაში პირველ მსოფლიო ომამდე მოიპოვა. ბრიტანეთმა საბერძნეთს იონიის კუნძულები მშვიდობიანად დაუთმო, იმ დროს, როდესაც თესალია ანექსირებული იყო ოსმალეთის იმპერიის მიერ რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. საბერძენთი ყოველთვის წარმატებული არ იყო: მან დამარცხება იწვნია 1897 წლის საბერძნეთ-ოსმალეთის ომში. ბალკანეთის პირველი ომის დროს, იმის შემდეგ ,რაც საბერძნეთის ჯარმა მაკედონიის დიდი ნაწილი დაიკავა, გეორგიოს I პოლიტიკური მოტივით სალონიკში მოკლეს. მისი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, მისი მემკვიდრეების მეფობა შედარებით მოკლე და არასაიმედო აღმოჩნდა.

ოჯახი და ადრეული წლები

ავგუსტ სკოტის მიერ შესრულებული პორტრეტი. 1853 წელი

პრინც კრისტოფერის და ლუის ჰესელ-კესელელის მეორე ვაჟი, გეორგიოსი კოპენჰაგენში დაიბადა. აგრეთვე მისი ნამდვილი სახელი იყო პრინც კრისტიან ვილჰელმ ჰერდინანდ ადოლფ გეორგიოს გლიუქსბურგი. იქამდე, სანამ საბერძნეთში ჩავიდოდა მას მისი ბაბუების — ფრედერიკ ვილჰელმის და პრინც უილიამის საპატივსაცემოდ, პრინც ვილჰელმსაც (უილიამსს) უწოდებდნენ.

1852 წელს დანიის უმემკვიდრო მეფის, ფრდერიკ VII-ის ტახტზე კრისტოფერ IX ავიდა. გეორგიოსის დედმამიშვილები იყვნენ ფრედერიკი (რომელიც გახდა მამამისის მემკვიდრე), ალექსანდრა (რომელიც გახდა ედუარდ VII-ის მეუღლე და ჯორჯ V-ის დედა), დაგმარა (რომელიც გახდა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის ცოლი და ნიკოლოზ II-ის დედა), ტირა (რომელიც დაქორწინდა პრინც ერნესტ ავგუსტზე) და ვალდემარი.

Other Languages
български: Георгиос I
Bahasa Indonesia: George I dari Yunani
Bahasa Melayu: George I dari Yunani
norsk nynorsk: Georg I av Hellas
português: Jorge I da Grécia
Simple English: George I of Greece
српски / srpski: Ђорђе I Грчки
Türkçe: I. Georgios