გეოგრაფია

დედამიწის რუკა

გეოგრაფია (ბერძნ. γεωγραφία < ბერძნ. gē — მიწა და graphō — აღწერა) — საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიული გარსის განვითარების კანონზომიერებებს, სტრუქტურას, ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირებასა და ურთიერთკავშირს, რომელიც ამუშავებს რაციონალურ ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, საზოგადოების ოპტიმალურ ტერიტორიულ ორგანიზაციასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოველმოქმედი გარემოს ფორმირებას. შეისწავლის დედამიწაზე არსებული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს.

გეოგრაფიის შესწავლის ზოგადი ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა. საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ გეოგრაფიულ დისციპლინათა გაერთიანება მეცნიერებათა ერთ სისტემაში განპირობებულია მათი საკვლევი ობიექტების მჭიდრო კავშირითა და მეცნიერების ამოცანათა ერთობით. გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტია გეოგრაფიული გარსი, ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც, შესაბამისად, პერიოდული და ეპიზოდური. სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით.

გეოგრაფიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფიზიკური გეოგრაფია და საზოგადოებრივი გეოგრაფია. ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის ბუნებას, არკვევს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების მიზეზებსა და მათი განვითარების კანონზომიერებებს; საზოგადოებრივი გეოგრაფია გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე არსებული ანთროპოგენული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს. მისი შესწავლის ზოგად ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა.

განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კარტოგრაფია — მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. წარსულში გეოგრაფია აღწერითი ხისიათისა იყო, ამჟამად მისი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის შესწავლა.

ეტიმოლოგია და საგანი

ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „დედამიწის აღწერას“ ნიშნავს: geo (γη) – „მიწა“, graphein (γραφειν) – „აღწერა“.

კაცობრიობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს დედამიწის მთელი გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კომპლექსურ შესწავლას, მის აგებულებასა და მნიშვნელობას. ამავდროულად, გეოგრაფიული ანუ ლანდშაფტური გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. გეოგრაფია ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა. მისი მთავარი ნაწილია ფიზიკური გეოგრაფია, რომელიც აღწერს დედამიწის გეოგრაფიულ გარსსა და მის სტრუქტურულ ნაწილებს. ფიზიკური-გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა მთელი დედამიწის ზედაპირის ბუნების შესწავლა და აღწერა, ბუნებრივი პროცესებისა და მისი მოვლენების გარკვევა.

Other Languages
Acèh: Geografi
Afrikaans: Geografie
Akan: Gyeografi
Alemannisch: Geografie
aragonés: Cheografía
العربية: جغرافيا
ܐܪܡܝܐ: ܓܐܘܓܪܦܝܐ
مصرى: جغرافيا
অসমীয়া: ভূগোল
asturianu: Xeografía
Aymar aru: Uraqita
azərbaycanca: Coğrafiya
تۆرکجه: جوغرافیا
башҡортса: География
Boarisch: Geografie
žemaitėška: Geuograpėjė
Bikol Central: Heograpiya
беларуская: Геаграфія
беларуская (тарашкевіца)‎: Геаграфія
български: География
भोजपुरी: भूगोल
Bislama: Jiografi
বাংলা: ভূগোল
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: ভূগোল
brezhoneg: Douaroniezh
bosanski: Geografija
буряад: Газар зүй
català: Geografia
Chavacano de Zamboanga: Geografia
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Dê-lī
нохчийн: Географи
Cebuano: Heyograpiya
کوردی: جوگرافیا
corsu: Geografia
čeština: Geografie
kaszëbsczi: Geògrafijô
Чӑвашла: Географи
Cymraeg: Daearyddiaeth
dansk: Geografi
Deutsch: Geographie
Zazaki: Coğrafya
dolnoserbski: Geografija
डोटेली: भूगोल
ދިވެހިބަސް: ޖުޣުރާފީ
Ελληνικά: Γεωγραφία
English: Geography
Esperanto: Geografio
español: Geografía
eesti: Geograafia
euskara: Geografia
estremeñu: Geografia
فارسی: جغرافیا
suomi: Maantiede
Võro: Maatiidüs
føroyskt: Landafrøði
français: Géographie
arpetan: G·eografia
Nordfriisk: Geografii
furlan: Gjeografie
Frysk: Geografy
贛語: 地理學
Gàidhlig: Cruinn-eòlas
galego: Xeografía
Avañe'ẽ: Tetãkuaa
ગુજરાતી: ભૂગોળ
客家語/Hak-kâ-ngî: Thi-lî-ho̍k
עברית: גאוגרפיה
हिन्दी: भूगोल
Fiji Hindi: Jagha
hrvatski: Geografija
hornjoserbsce: Geografija
Kreyòl ayisyen: Jewografi
interlingua: Geographia
Bahasa Indonesia: Geografi
Interlingue: Geografie
Ilokano: Heograpia
ГӀалгӀай: Географи
íslenska: Landfræði
italiano: Geografia
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᓄᓇᐅᔪᖅ
日本語: 地理学
Patois: Jaagrafi
la .lojban.: tutske
Basa Jawa: Géografi
Qaraqalpaqsha: Geografiya
Taqbaylit: Tarakalt
Адыгэбзэ: Хэкумэтх
қазақша: География
kalaallisut: Nunalerineq
ភាសាខ្មែរ: ភូមិសាស្ត្រ
한국어: 지리학
къарачай-малкъар: География
kurdî: Erdnîgarî
kernowek: Dorydhyeth
Кыргызча: География
Latina: Geographia
Ladino: Jeografiya
Lëtzebuergesch: Geographie
лезги: География
Lingua Franca Nova: Jeografia
Luganda: Essomansi
Limburgs: Geografie
Ligure: Geografia
lumbaart: Geugrafia
lietuvių: Geografija
latviešu: Ģeogrāfija
मैथिली: भूगोल
Basa Banyumasan: Geografi
мокшень: Географие
Malagasy: Jeografia
олык марий: Географий
Baso Minangkabau: Geografi
македонски: Географија
монгол: Газарзүй
मराठी: भूगोल
Bahasa Melayu: Geografi
Mirandés: Geografie
မြန်မာဘာသာ: ပထဝီဝင်
مازِرونی: جوغرافی
Napulitano: Giugrafia
Plattdüütsch: Geografie
Nedersaksies: Geografie
नेपाली: भूगोल
नेपाल भाषा: भूगोल
Nederlands: Aardrijkskunde
norsk nynorsk: Geografi
norsk: Geografi
Novial: Geografia
Nouormand: Géographie
Sesotho sa Leboa: Thutafase
occitan: Geografia
Livvinkarjala: Muantiedo
Oromoo: Hawaasa
ଓଡ଼ିଆ: ଭୂଗୋଳ
ਪੰਜਾਬੀ: ਭੂਗੋਲ
Kapampangan: Geografia
Picard: Jografie
पालि: भूगोल
Norfuk / Pitkern: Jiiografii
polski: Geografia
پنجابی: جغرافیہ
Ποντιακά: Γεωγραφίαν
português: Geografia
Runa Simi: Allpa saywachi
rumantsch: Geografia
Romani: Phuvipen
română: Geografie
tarandíne: Sciugrafije
русский: География
русиньскый: Ґеоґрафія
संस्कृतम्: भूगोलम्
саха тыла: География
sardu: Geografia
sicilianu: Giugrafìa
Scots: Geografie
سنڌي: جاگرافي
srpskohrvatski / српскохрватски: Geografija
Simple English: Geography
slovenčina: Geografia
slovenščina: Geografija
Gagana Samoa: Geography
chiShona: Taranyika
Soomaaliga: Juqraafi
shqip: Gjeografia
српски / srpski: Географија
SiSwati: Temhlaba
Basa Sunda: Géografi
svenska: Geografi
Kiswahili: Jiografia
ślůnski: Geografijo
тоҷикӣ: Ҷуғрофия
Türkmençe: Geografiýa
Tagalog: Heograpiya
Tok Pisin: Save long giraun
Türkçe: Coğrafya
Xitsonga: Ntivo-mbangu
татарча/tatarça: География
тыва дыл: География
ئۇيغۇرچە / Uyghurche: جۇغراپىيە
українська: Географія
اردو: جغرافیہ
oʻzbekcha/ўзбекча: Geografiya
vèneto: Giografia
vepsän kel’: Geografii
Tiếng Việt: Địa lý
West-Vlams: Eirdrykskunde
Volapük: Taledav
Winaray: Heyograpiya
Wolof: Melosuuf
吴语: 地理學
isiXhosa: IJografi
მარგალური: გეოგრაფია
ייִדיש: געאגראפיע
Zeêuws: Heografie
中文: 地理学
文言: 地理學
Bân-lâm-gú: Tē-lí
粵語: 地理