გაუსის ერთეულთა სისტემა

გაუსის ერთეულთა სისტემა არის ფიზიკური სიდიდეების გაზომვის ერთეულების მეტრული სისტემა. ეს სისტემა არის სგწ ერთეულთა სისტემაზე დაფუძნებული ელექტრომაგნიტური სიდიდეების ყველაზე გავრცელებული ერთეულთა სისტემა, რომლებიც ზოგჯერ მოიხსენიება გაუსის სგწ სისტემისა ან უბრაულოდ გაუსის სისტემის სახდელწოდებით.

გაუსის ერთეულთა სისტემის ყველაზე გავრცელებული ალტერნატივაა ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (ე.წ. სი-სისტემა). მეცნირებისა და ტექნიკის უმეტეს დარგებში სწორედ სი-სისტემა გამოიყნება და მონოტონურად იზრდება გაუსის სისტემის პოპულარობის შემცირების ხარჯზე, თუმცა ფიზიკის მრავალ დარგში ჯერ უპირატესობა გაუსის სისტემას ენიჭება (მაგ. თეორიული ფიზიკა, ასტროფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და სხვა). სი-სისტემასა და გაუსის სისტემას შორის კავშირი არ არის ტრივიალური. მაგალითად, ელექტროდინამიკის კანონებს (მაქსველის განტოლებები) სხვადასხვა ფორმა აქვს ამ ორ სისტემაში.