გარი ლინეკერი

გარი ლინეკერი
Gary Lineker 2011.jpg
გარი ლინეკერი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი უინსტონ ლინეკერი
დაბადების
თარიღი
30 ნოემბერი, 1960 (1960-11-30) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
ლესტერი
ინგლისი
სიმაღლე177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1976–1978ლესტერ სიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1978–1985ლესტერ სიტი194(95)
1985–1986ევერტონი41(30)
1986–1989ბარსელონა103(42)
1989–1992ტოტენჰემი105(67)
1992–1994ნაგოია გრამპუსი18(4)
სულ461(238)
ეროვნული ნაკრები
1984–1992ინგლისი80(48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გარი უინსტონ ლინეკერი (ინგლ. Gary Winston Lineker; დ. 30 ნოემბერი, 1960, ლესტერი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „ლესტერ სიტის“, „ევერტონის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ნაგოია გრამპუსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა კლუბის — „ლესტერ სიტის“ (1985), „ევერტონისა“ (1986) და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ (1990) რიგებში მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე, 1988 წლის გერმანიისა და 1992 წლის შვედეთის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უეინ რუნისა და ბობი ჩარლტონის შემდეგ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას აგრძელებს სპორტულ ჟურნალისტიკაში, როგორც სატელევიზიო სპორტული პროგრამების წამყვანი და საფეხბურთო მიმომხილველი. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის სპორტული განყოფილების (ინგლ. BBC Sport) რედაქციის მიერ მომზადებული მთავარი საფეხბურთო გადაცემის, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და რეიტინგული — „დღის მატჩის“ (ინგლ. Match of the Day) წამყვანი 1999 წლიდან.[1]

2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში ლინეკერი მე-14 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსისა და გრემ სუნესის შემდეგ.[2]

მთელი თავისი თექვსმეტწლიანი (1978–1994) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არასოდეს მიუღია ყვითელი ბარათი.[3]

ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2003 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).[4][5]

Other Languages
العربية: غاري لينيكر
asturianu: Gary Lineker
azərbaycanca: Qari Lineker
беларуская: Гары Лінекер
български: Гари Линекер
brezhoneg: Gary Lineker
čeština: Gary Lineker
Cymraeg: Gary Lineker
Deutsch: Gary Lineker
Ελληνικά: Γκάρι Λίνεκερ
English: Gary Lineker
español: Gary Lineker
euskara: Gary Lineker
فارسی: گری لینکر
français: Gary Lineker
Gaeilge: Gary Lineker
hrvatski: Gary Lineker
magyar: Gary Lineker
հայերեն: Գարի Լինեկեր
Bahasa Indonesia: Gary Lineker
íslenska: Gary Lineker
italiano: Gary Lineker
қазақша: Гари Линекер
한국어: 게리 리네커
Latina: Gary Lineker
lietuvių: Gary Lineker
latviešu: Gērijs Linekers
Malagasy: Gary Lineker
Bahasa Melayu: Gary Lineker
Nederlands: Gary Lineker
norsk nynorsk: Gary Lineker
polski: Gary Lineker
português: Gary Lineker
Runa Simi: Gary Lineker
română: Gary Lineker
русский: Линекер, Гари
srpskohrvatski / српскохрватски: Gary Lineker
Simple English: Gary Lineker
slovenčina: Gary Lineker
slovenščina: Gary Lineker
српски / srpski: Гари Линекер
svenska: Gary Lineker
Tagalog: Gary Lineker
Türkçe: Gary Lineker
українська: Гарі Лінекер
Tiếng Việt: Gary Lineker