გამეტა

ოოგენეზის ანსახველი სქემა

გამეტა (ბერძნ. Gamete — მეუღლე) — სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლებში. გამეტოგენეზი, სასქესო უჯრედების წარმოქმნის პროცესი. სომატური უჯრედებისგან განსხვავებით,[1] მათ გააჩნიათ ქრომოსომთა ჰაპლოიდური (განახევრებული) რაოდენობა. მამრობითი სასქესო უჯრედები წარმოიქმნებიან სათესლე ჯირკვლებში, მათ წარმოქმნის პროცესს სპერმატოგენეზი ჰქვია, ანუ სასქესო უჯრედების მომწიფება და მიმდინარეობს სამ ეტაპად (ზრდის, გამრავლების, დაყოფის ფაზებად) საიდანაც ვიღებთ ოთხ საქესო უჯრედს, ანუ სპერმატოზოიდს, რომელთაც გააჩნიათ გადაადგილების უნარი და ხორციელდება ქემოტაქსისურად. რაც შეეხება მდედრობით სასქესო უჯრედებს ისინი წარმოიქმნებიან საკვერცხეებში,[2] მისი წარმოქმნის პროცესს ეწოდება ოოგენეზი და ისიც მიმდინარეობს სამ ეტაპად. თუმცა სპერმატოგენეზისგან განსხვავებით საბოლოოდ ვიღებთ ერთ კვერცხუჯრედს, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულებითი ნაწილაკების სახელითაა ცნობილი და ისინი იღუპებიან. კვერცხუჯრედი დიდი სფეროსებური უჯრედია, რომელსაც გადაადგილება თავისით არ შეუძლია, ის გადაადგილდება საშვილოსნოს ლულის მიკროხაოების საშუალებით.[3] გამეტოგენეზის მიმდინარეობა ეყრდნობა მეიოზის სქემას.

ლიტერატურა

  • ზოგადი და სავეტერინარიო გენეტიკა, რონალდ მიჩიტაშვილი, ირაკლი მიჩიტაშვილი, გვ 32, თბილისი, 2011;
  • გენეტიკა, ო. ივანოვა,. გვ 85, თბილისი, 1982.
Other Languages
Afrikaans: Gameet
Alemannisch: Gamet
العربية: جاميت (أحياء)
azərbaycanca: Qamet
башҡортса: Гамета
беларуская: Гамета
беларуская (тарашкевіца)‎: Гамэта
български: Гамета
বাংলা: গ্যামেট
bosanski: Gamet
català: Gàmeta
کوردی: گامێت
čeština: Pohlavní buňka
dansk: Gamet
Deutsch: Gamet
English: Gamete
Esperanto: Gameto
español: Gameto
eesti: Gameet
euskara: Gameto
فارسی: گامت
français: Gamète
Gaeilge: Gaiméit
galego: Gameto
עברית: תא רבייה
hrvatski: Gameta
Kreyòl ayisyen: Gamèt
magyar: Ivarsejt
հայերեն: Գամետ
Bahasa Indonesia: Sel gamet
Ido: Gameto
íslenska: Kynfruma
日本語: 配偶子
қазақша: Гамета
한국어: 단상세포
Кыргызча: Гамета
lietuvių: Gameta
latviešu: Gameta
македонски: Гамета
മലയാളം: ഗാമീറ്റ്
Bahasa Melayu: Gamet
Nederlands: Gameet
norsk nynorsk: Kjønnscelle
occitan: Gameta
polski: Gameta
português: Gâmeta
română: Gamet
русский: Гамета
Scots: Gamete
srpskohrvatski / српскохрватски: Gamet
Simple English: Gamete
slovenčina: Pohlavná bunka
српски / srpski: Гамет
svenska: Könscell
Kiswahili: Gameti
தமிழ்: பாலணு
Tagalog: Gameto
Türkçe: Gamet
українська: Гамета
Tiếng Việt: Giao tử
中文: 配子