გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზი ნიუ-იორკში, აგრეთვე ცნობილი როგორც ნორვეგიული ოთახი

უშიშროების საბჭოგაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი უფლებამოსილია იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.

უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით (გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.

Other Languages
беларуская: Савет Бяспекі ААН
беларуская (тарашкевіца)‎: Рада Бясьпекі ААН
føroyskt: Trygdarráð ST
مازِرونی: امنیت شورا
norsk nynorsk: Tryggingsrådet i SN
پنجابی: بچاؤ پریہا
srpskohrvatski / српскохрватски: Savet bezbednosti Ujedinjenih nacija
slovenščina: Varnostni svet ZN
татарча/tatarça: БМО Иминлек Шурасы
українська: Рада Безпеки ООН
Bân-lâm-gú: An-chôan Lí-sū-hōe