გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცის ლოგო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტო. იგი დაარსდა 1945 წელს. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.

ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა დონორები და მთავრობები და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარს იღებს მათგან. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 700 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.

ზოგადი მონაცემები

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელიც გაერო-ს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენს, დაფუძნდა 1945 წელს FAO-ს კონფერენციის პირველი სესიის მიერ. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს რომში, იტალია და მასში გაწევრიანებულია 191 ქვეყანა და ერთი ორგანიზაცია. FAO-ს აგრეთვე ჰყავს ერთი ასოცირებული წევრი. FAO-ში მუშაობს 3600-ზე მეტი ადამიანი.

FAO-ს მართავს წევრი-ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. იგი განიხილავს ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობას და მომდევნო ორი წლის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს.

ხსენებული კონფერენცია ირჩევს 49 წევრი-ქვეყნისაგან შემდგარ საბჭოს, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მმართველ ორგანოს. კონფერენცია აგრეთვე ირჩევს გენერალურ დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. დღეისათვის FAO-ს გენერალურ დირექტორია დოქტორი ჟოზე გრაციანო დე სილვა.

FAO, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შიმშილის აღმოფხვრის მიზნით, მის წევრ ქვეყნებს სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებაში, ეფექტიანი კანონმდებლობის შედგენასა და ეროვნული სტრატეგიების შექმნაში;

Other Languages
bosanski: FAO
euskara: FAO
فارسی: فائو
føroyskt: FAO
Basa Jawa: FAO
қазақша: ФАО
ភាសាខ្មែរ: FAO
Napulitano: FAO
norsk nynorsk: FAO
Piemontèis: FAO
srpskohrvatski / српскохрватски: Organizacija za prehranu i poljoprivredu