გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
გაერთიანებული სამეფო
A flag featuring both cross and saltire in red, white and blue გაერთიანებული სამეფოს Coat of arms containing shield and crown in centre, flanked by lion and unicorn
დროშა
ჰიმნი: „God Save the Queen“[1]
Two islands to the northwest of continental Europe. Highlighted are the larger island and the northeastern fifth of the smaller island to the west.
გაერთიანებული სამეფოს მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლონდონი
51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. / 51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. / 51.500; -0.117
ოფიციალური ენა ინგლისური
აღიარებული რეგიონული ენები შოტლანდიური, ოლსტერულ-შოტლანდიური, უელსური, კორნული, ირლანდიური, შოტლანდიურ-გელური[2]
ეთნიკური ჯგუფები (2011)
  • 87.1% თეთრკანიანები
  • 7.0% აზიელები
  • 3.0% შავკანიანები
  • 2.0% შერეული
  • 0.9% სხვები[3]
ეთნოქორონიმი ბრიტანელი, ბრიტონი
მთავრობა საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ელისაბედ II
 -  პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ლორდთა პალატა
 -  ქვედა პალატა თემთა პალატა
ფორმირება
 -  უნიის აქტი 1707 1 მაისი, 1707 
 -  უნიის აქტი 1800 1 იანვარი, 1801 
 -  ხელშეკრულება 6 დეკემბერი, 1922 
ფართობი
 -  სულ 243 610 კმ2 (მე-80)
 -  წყალი (%) 1.34
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 64 100 000[4] (22-ე)
 -  2011 აღწერა 63 181 775[5] (22-ე)
 -  სიმჭიდროვე 255,6 კაცი/კმ2 (51-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $2.497 ტრილიონი[6] (მე-8)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $38 711[6] (21-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $2.828 trillion[6]ჯინის წელი = 2012 (მე-6)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $43 830[6] (21-ე)
ჯინიpositive decrease 32.8[7]
საშუალო · 33-ე
აგი (2013)Steady2.svg 0.892[8]
ძალიან მაღალი · მე-14
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (GBP)
სასაათო სარტყელი UTC±00:00 (UTC​)
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC+1)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ 
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +44
ინტერნეტ-დომენი .uk

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
  • ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
  • ქვეყნის კოდი — GB.

ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინგლისის ისტორია.
შოტლანდიის პარლამენტის შენობა

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

გეოგრაფია და ბუნება

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფია.
გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245 000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვას შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.

სახელმწიფო წყობა

ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა
  • სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
  • პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედუარდ VII (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედუარდ VIII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (2016).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
  • პარტიებიკონსერვატიული პარტია (ლიდერი ტერეზა მეი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს), ლეიბორისტული პარტია, ლიდერი ჯერემი კორბინი, დაარს. 1890, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი ტიმ ფერონი). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2016 წლიდან, ტერეზა მეი.

ადმინისტრაციული დაყოფა

გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულები

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

დემოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაერთიანებლი სამეფოს დემოგრაფია.

63 181 775 მოსახლეობით (2011 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5 %), შოტლანდიელები (9,6 %), ირლანდიელები (2,4 %), უელსელები (1,9 %) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8 %). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩავიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91 % ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.

ეკონომიკა

ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე. წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1 %-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[9]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[10] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.

ტურიზმი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაერთიანებული სამეფოს ტურიზმი.

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა. შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

მემკვიდრეობა

ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენცია

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, The Beatles-ისა და როლინგ სტოუნზის პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირსშესანიშნაობანი:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. National Anthem, British Monarchy official website. Retrieved 16 November 2013.
  2. List of declarations made with respect to treaty No. 148. ევროპის საბჭო. ციტირების თარიღი: 12 December 2013.
  3. 2011 Census: KS201UK Ethnic group, local authorities in the United Kingdom ONS, Retrieved 21 October 2013
  4. Population Estimates for UK, England and Wales, Scotland and Northern Ireland, Mid-2013. Office for National Statistics. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  5. 2011 UK censuses. Office for National Statistics. ციტირების თარიღი: 17 December 2012.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 United Kingdom. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 30 May 2014.
  7. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  8. 2014 Human Development Report გვ. 22–25 (14 March 2013). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  9. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  10. დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა
Other Languages
Аҧсшәа: Британиа Ду
aragonés: Reino Unito
অসমীয়া: যুক্তৰাজ্য
asturianu: Reinu Xuníu
azərbaycanca: Birləşmiş Krallıq
башҡортса: Бөйөк Британия
žemaitėška: Jongtėnė Karalīstė
Bikol Central: Reyno Unido
беларуская: Вялікабрытанія
беларуская (тарашкевіца)‎: Вялікабрытанія
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: তিলপারাজ্য
ᨅᨔ ᨕᨘᨁᨗ: United Kingdom
буряад: Ехэ Британи
català: Regne Unit
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Ĭng-guók
Chamoru: Reinu Unidu
ᏣᎳᎩ: ᎩᎵᏏᏲ
Tsetsêhestâhese: United Kingdom
qırımtatarca: Büyük Britaniya
kaszëbsczi: Wiôlgô Britanijô
словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ: Вєлика Британїꙗ
Чӑвашла: Аслă Британи
Thuɔŋjäŋ: Amatnhom Mäcŋaknhom
emiliàn e rumagnòl: Régn Unî
español: Reino Unido
estremeñu: Reinu Uníu
فارسی: بریتانیا
Na Vosa Vakaviti: Matanitu Cokovata
føroyskt: Stóra Bretland
français: Royaume-Uni
arpetan: Royômo-Uni
Nordfriisk: Feriind Kiningrik
furlan: Ream Unît
贛語: 英國
kriyòl gwiyannen: Rwéyonm-Ini
galego: Reino Unido
Avañe'ẽ: Tavetã Joaju
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: युनायटेड किंगडम
Hausa: Birtaniya
客家語/Hak-kâ-ngî: Yîn-koet
Fiji Hindi: United Kingdom
hornjoserbsce: Zjednoćene kralestwo
Kreyòl ayisyen: Wayòm Ini
interlingua: Regno Unite
Bahasa Indonesia: Britania Raya
Interlingue: Reyatu Unit
ГӀалгӀай: Великобритани
íslenska: Bretland
italiano: Regno Unito
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᑐᓗᐃᑦ ᓄᓈᑦ
日本語: イギリス
la .lojban.: ritygu'e
Адыгэбзэ: Британиэшхуэ
қазақша: Ұлыбритания
kalaallisut: Tuluit Nunaat
ភាសាខ្មែរ: សហរាជាណាចក្រ
한국어: 영국
Перем Коми: Ыджыт Бритму
къарачай-малкъар: Уллу Британия
Ripoarisch: Jrußbritannie
kernowek: Ruwvaneth Unys
Ladino: Reyno Unido
Lëtzebuergesch: Vereenegt Kinnekräich
Lingua Franca Nova: Rena Unida
Ligure: Regno Unïo
lumbaart: Regn Unid
لۊری شومالی: بریتانیا
latgaļu: Lelbrytaneja
монгол: Их Британи
кырык мары: Кого Британи
Bahasa Melayu: United Kingdom
Malti: Renju Unit
Mirandés: Reino Ounido
مازِرونی: بریتانیا
Dorerin Naoero: Ingerand
Napulitano: Gran Vretagna
Nedersaksies: Verienigd Keuninkriek
norsk nynorsk: Storbritannia
Nouormand: Rouoyaume Unni
Sesotho sa Leboa: United Kingdom
Chi-Chewa: United Kingdom
occitan: Reialme Unit
Livvinkarjala: Yhtys Kuningaskundu
Pangasinan: Reino Unido
Papiamentu: Reino Uni
Norfuk / Pitkern: Yunitid Kingdum
Piemontèis: Regn Unì
پنجابی: برطانیہ
português: Reino Unido
rumantsch: Reginavel Unì
armãneashti: Britania Mari
tarandíne: Regne Aunìte
русиньскый: Велика Брітанія
Kinyarwanda: Ubwongereza
саха тыла: Улуу Британия
ᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤ: ᱥᱮᱞᱮᱫ ᱫᱤᱥᱟᱹᱢ
sicilianu: Regnu Unitu
davvisámegiella: Ovttastuvvan gonagasriika
srpskohrvatski / српскохрватски: Ujedinjeno Kraljevstvo
ၽႃႇသႃႇတႆး : မိူင်းဢင်းၵိတ်ႉ
Simple English: United Kingdom
Gagana Samoa: Peretānia
chiShona: United Kingdom
Sranantongo: Ingriskondre
Sunda: Britania
Sakizaya: United kingdom
тоҷикӣ: Бритониё
lea faka-Tonga: Pilitānia
Tok Pisin: Yunaitet Kingdom
Xitsonga: United Kingdom
татарча/tatarça: Бөекбритания
reo tahiti: Paratāne
ئۇيغۇرچە / Uyghurche: بۈيۈك بېرىتانىيە
українська: Велика Британія
oʻzbekcha/ўзбекча: Birlashgan Qirollik
vèneto: Regno Unìo
vepsän kel’: Sur' Britanii
Volapük: Regän Pebalöl
Winaray: Reino Unido
吴语: 英国
Vahcuengh: Yinghgoz
中文: 英国
文言: 英國
Bân-lâm-gú: Liân-ha̍p Ông-kok
粵語: 英國