ბუფალო ბილი

ბუფალო ბილი
Cody-Buffalo-Bill-LOC.jpg
ბუფალო ბილი
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1846
ლე-კლერი, აიოვა, აშშ
გარდ. თარიღი 10 იანვარი, 1917
დენვერი, კოლორადო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
წოდება არმიის პოლკოვნიკი
მეუღლე(ები) ლუიზა ფრედერიკი (1866–1917)
ჯილდოები ღირსების ორდენი
ხელმოწერა Buffalo Bill Cody signature.svg

ბუფალო ბილი (ინგლ. Buffalo Bill; ['bʌfələʊ bil]; ნამდვ. სახელი უილიამ ფრედერიკ კოუდი; დ. 26 თებერვალი, 1846 — გ. 10 იანვარი, 1917) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი, მზვერავი, დილიჟანსის გამცილებელი, ბიზონებზე მონადირე (აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელიც).

ბიოგრაფია

ბუფალო ბილი დაიბადა 1846 წლის 26 თებერვალს. ბუფალო ბილს სახელი მოუხვეჭა მის მიერ გამართულმა პოპულარულმა წარმოდგენებმა „ველური დასავლეთი“ („Wild West“). იქ თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები — ინდიელების თავდასხმა თეთრ მოსახლეობაზე, დილიჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები იყო სრულიად ახალი ხილი. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც მიჩნეულია ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისად, კოვბოები და ინდიელები აჩვენებდნენ ბრძოლისა და ძარცვის სცენებს, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. წარმოდგენა იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული, რომ მაყურებლისათვის ბუფალო ბილის „ველური დასავლეთი“ რეალურ „ველურ დასავლეთად“ აღიქმებოდა. 

ამ შოუში მონაწილეობის მისაღებად ბუფალო ბილმა მრავალი ნამდვილი კოვბოი და ინდიელი მოიპყრო (რომელთა შორის იყო ლეგენდარული ბელადი მჯდომარე ხარი). ველური დასავლეთის წარმოდგენებით ბუფალო ბილმა მთელი ამერიკა შემოიარა, ხოლო 1880-1900-იან წლებში ევროპაშიც იმოგზაურა.

ბუფალო ბილის შოუში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც. პირველად ისინი შოუს შეუერთდნენ 1892 წელს, ინგლისში, ხოლო 1893 წელს კი ისინი აშშ-ში ჩავიდნენ. გურულები „რუსი კაზაკების“ სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბუფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს კოვბოებზე. ქართველი ცხენოსნების გამოსვლა „ველური დასავლეთიის“ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის იყო, რომ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა. „ველური დასავლეთის“ განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა:

ვიკიციტატა
„ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა... კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა კოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს კაზაკების გავლენაზე როდეოს მონაწილეთა ჩაცმულობაზეც: „ნაირფეროვანი კოსტუმები შოუს განუყოფელი ნაწილი იყო და შესაძლებელია, რომ როდეოსთვის დამახასიათებელი უცნაური ჩაცმულობა კაზაკი მოჯირითეების გავლენის შედეგი იყოს.“
Other Languages
Afrikaans: Buffalo Bill
aragonés: Buffalo Bill
العربية: بافالو بيل
asturianu: Buffalo Bill
български: Бъфало Бил
bosanski: Buffalo Bill
català: Buffalo Bill
čeština: Buffalo Bill
Cymraeg: Buffalo Bill
Deutsch: Buffalo Bill
English: Buffalo Bill
Esperanto: Buffalo Bill
español: Buffalo Bill
euskara: Buffalo Bill
français: Buffalo Bill
galego: Buffalo Bill
עברית: באפלו ביל
hrvatski: Buffalo Bill
magyar: Buffalo Bill
italiano: Buffalo Bill
한국어: 버펄로 빌
Lëtzebuergesch: Buffalo Bill
latviešu: Bizonu Bils
Nederlands: Buffalo Bill
polski: Buffalo Bill
português: Buffalo Bill
русский: Буффало Билл
Simple English: Buffalo Bill
slovenčina: Buffalo Bill
slovenščina: Buffalo Bill
српски / srpski: Буфало Бил
svenska: Buffalo Bill
Türkçe: Buffalo Bill
中文: 水牛比爾