ბრძოლია თევზი

ბრძოლია თევზი (ლათ. Betta splendens), ლაბირინთიანი თევზების ქვერიგის სახეობა. 8 სმ-მდე სიგრძის ლამაზი თევზია, განსაკუთრებით ლამაზია მამალი გამრავლების პერიოდში. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარ წყლებში. მამალი ბრძოლია თევზი მოჩხუბარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობა მათ ორთაბრძოლასაც კი აწყობს ხოლმე. მამალი ბრძოლია თევზი ჰაერის ბუშტუკებისაგან (ქაფისაგან) წყლის ზედაპირზე აკეთებს ბუდეს, სადაც პირით გადააქვს დედლის მიერ ფსკერზე დაყრილი ქვირითი. ბრძოლია თევზი ადვილად მრავლდება აკვარიუმებში (t0 - 25-30). გამოყვანილია მისი ფორმები: მარაოკუდა, წითელი, ლურჯი, მწვანე და სხვა.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 545, თბ., 1977.
Other Languages
العربية: سمك الفايتر
azərbaycanca: Betta splendens
bosanski: Sijamski borac
Ελληνικά: Ψάρι μονομάχος
español: Betta splendens
français: Combattant
hrvatski: Sijamski borac
hornjoserbsce: Betta splendens
Bahasa Indonesia: Betta splendens
italiano: Betta splendens
ಕನ್ನಡ: ಕಾಳಗಮೀನು
Bahasa Melayu: Ikan Pelaga
မြန်မာဘာသာ: ဖိုက်တာ (ငါး)
Nederlands: Siamese kempvis
português: Betta splendens
srpskohrvatski / српскохрватски: Sijamski borac
Simple English: Betta splendens
slovenčina: Bojovnica pestrá
Tiếng Việt: Cá xiêm
中文: 泰國鬥魚