ბობ მარლი

ბობ მარლი
Bob-Marley.jpg
ბობ მარლი კონცერტზე, დაახლოებით 1980 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელინესტა რობერტ მარლი
დაიბადა6 თებერვალი 1945
Nine Mile, წმ. ანა, იამაიკა
გარდაიცვალა11 მაისი, 1981 (36 წლის)
მაიამი, ფლორიდა, აშშ
ჟანრ(ებ)ირეგი, სკა, როკსტედი
საქმიანობამუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ივოკალი, გიტარა, პერკუსია
აქტიური19621981
ლეიბლ(ებ)იStudio One
Beverley's
Upsetter/Trojan
Island/Tuff Gong
ასოციაციებიBob Marley & the Wailers
Wailers Band
The Upsetters
I Threes
საიტიwww.bobmarley.com

რობერტ ნესტა მარლი ინგლ. Robert Nesta Marley (დ. 6 თებერვალი, 1945 — გ. 11 მაისი, 1981) — მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მისი ცნობილი სიმღერებია „I Shot the Sheriff“, „No Woman, No Cry“, „Could You Be Loved“, „Stir It Up“, „Jamming“, „Redemption Song“, „One Love“ და The Wailers-სთან ერთად შექმნილი „Three Little Birds“,[1] გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ — „Buffalo Soldier“ და „Iron Lion Zion“. კრებული „Legend“ (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ გახდა პლატინის (ანუ ალმასის) სტატუსის მფლობელი.[2] მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი.[3][4]

ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

ბობი დაიბადა სოფელში Nine Mile (წმ. ანა პერიში, იამაიკა).[5] იამაიკური წესებით პასპორტში მის სახელსა და მამის სახელს ადგილი შეუცვალეს.[6] მამა, ნორვალ მარლი, იყო ინგლისური წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი, რომლის ოჯახი მომდინარეობდა ესექსიდან (ინგლისი). ნორვანი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების ოფიცერი იყო და, სედელა ბუკერთან, აფრო-იამაიკელთან 18 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, პლანტაციების მმართველადაც მუშაობდა.[7] ბავშვსა და მეუღლეს იგი ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ იშვიათად ხედავდა, ვინაიდან ზღვაში მსახურობდა. 1955 წელს, როდესაც ბობი მხოლოდ 10 წლის იყო, მამა გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.[8] მთელი ცხოვრების მანძილზე ბობს უსვამდნენ კითხვებს მისი რასობრივი წარმოშობის შესახებ. თავად კი პასუხობდა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მიეკუთვნებოდა მხოლოდ ღმერთს, მის შექმნელს.[9]

მიუხედავად იმისა, რომ მარლი აღიარებდა თავის წარმოშობაში შერეულ სისხლს, მას თვლიან მუქკანიან აფრიკელად, რომელიც პან აფრიკელი ლიდერების იდეებს ემხრობოდა. მარლი აღიარებდა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ორმა პიროვნებამ - მარკუს გარვიმ და ჰეილი სელესიმ. ცენტრალური თემა მარლის გზავნილებში იყო შავკანიანების დაბრუნება სიონში, რომელსაც, მისი აზრით, წარმოადგენდა ეთიოპია, ან, უფრო მეტი - აფრიკა.[10] სხვადასხვა სიმღერაში, როგორიც არის Black Survivor, Babylon System, და Blackman Redemption, მარლი მღერის დასავლეთთან, იგივე ’ბაბილონთან’ შავკანიანების პრობლემებზე.[11]

1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში - ტრენჩტაუნში გადავიდნენ. აქ მარლი მეგობრობდა ნევილ ლივინგსტონთან (იგივე ბანი უეილერთან), რომელთანაც სიმღერებს უკრავდა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და შეუერთდა ჯო ჰიგზს, რასტაფარის მოძრაობის აქტივისტსა და მომღერალს. ჰიგზთან და ლივინგსტონთან ჯემ-სესიის დროს მარლიმ გაიცნო პიტერ მაკ-ინტოში (იგივე პიტერ ტოში), რომელსაც ასევე ჰქონდა მუსიკაში საკუთარი თავის წარმოჩენის ამბიციები. 1962 წელს მარლიმ, პროდიუსერ ლესლი კონგის დახმარებით ჩაწერა ორი სინგლი - Judge Not და One Cup of Coffee. ეს სიმღერები მან გამოსცა ლეიბლზე Beverley's, ფსევდონიმით ბობი მარტლი.[12] მათ წარმატება არ იქონიეს, თუმცა წლების შემდეგ ორივე შეტანილი იქნა კრებულში Songs of Freedom.

Other Languages
Afrikaans: Bob Marley
Alemannisch: Bob Marley
አማርኛ: ቦብ ማርሊ
aragonés: Bob Marley
Ænglisc: Bob Marley
العربية: بوب مارلي
asturianu: Bob Marley
Aymar aru: Bob Marley
azərbaycanca: Bob Marli
Boarisch: Bob Marley
Bikol Central: Bob Marley
беларуская: Боб Марлі
беларуская (тарашкевіца)‎: Боб Марлі
български: Боб Марли
Bislama: Bob Marley
বাংলা: বব মার্লে
brezhoneg: Bob Marley
bosanski: Bob Marley
català: Bob Marley
کوردی: بۆب مارلی
čeština: Bob Marley
Чӑвашла: Боб Марли
Cymraeg: Bob Marley
dansk: Bob Marley
Deutsch: Bob Marley
Zazaki: Bob Marley
Ελληνικά: Μπομπ Μάρλεϊ
English: Bob Marley
Esperanto: Bob Marley
español: Bob Marley
eesti: Bob Marley
euskara: Bob Marley
فارسی: باب مارلی
suomi: Bob Marley
føroyskt: Bob Marley
français: Bob Marley
arpetan: Bob Marley
Gaeilge: Bob Marley
galego: Bob Marley
עברית: בוב מארלי
हिन्दी: बॉब मार्ले
hrvatski: Bob Marley
Kreyòl ayisyen: Bob Marley
magyar: Bob Marley
Հայերեն: Բոբ Մառլի
Bahasa Indonesia: Bob Marley
íslenska: Bob Marley
italiano: Bob Marley
Patois: Bab Maali
Basa Jawa: Bob Marley
қазақша: Боб Марли
한국어: 밥 말리
Lëtzebuergesch: Bob Marley
lumbaart: Bob Marley
lingála: Bob Marley
لۊری شومالی: باب مارلی
lietuvių: Bob Marley
latviešu: Bobs Mārlijs
मैथिली: बब मार्ली
Malagasy: Bob Marley
македонски: Боб Марли
മലയാളം: ബോബ് മാർലി
монгол: Боб Марли
Bahasa Melayu: Bob Marley
Plattdüütsch: Bob Marley
Nedersaksies: Bob Marley
नेपाली: बब मार्ली
Nederlands: Bob Marley
norsk nynorsk: Bob Marley
norsk: Bob Marley
occitan: Bob Marley
ਪੰਜਾਬੀ: ਬਾਬ ਮਾਰਲੇ
Papiamentu: Bob Marley
polski: Bob Marley
Piemontèis: Bob Marley
پنجابی: باب مارلی
português: Bob Marley
Runa Simi: Bob Marley
română: Bob Marley
armãneashti: Bob Marley
русский: Марли, Боб
sardu: Bob Marley
sicilianu: Bob Marley
Scots: Bob Marley
srpskohrvatski / српскохрватски: Bob Marley
සිංහල: බොබ් මාලේ
Simple English: Bob Marley
slovenčina: Bob Marley
slovenščina: Bob Marley
shqip: Bob Marley
српски / srpski: Боб Марли
Sesotho: Bob Marley
svenska: Bob Marley
Kiswahili: Bob Marley
ślůnski: Bob Marley
Tagalog: Bob Marley
Türkçe: Bob Marley
українська: Боб Марлі
vèneto: Bob Marley
Tiếng Việt: Bob Marley
Winaray: Bob Marley
მარგალური: ბობ მარლი
Yorùbá: Bob Marley
Zeêuws: Bob Marley
粵語: 巴布馬利