ბიერნ ბორგი

ბიერნ ბორგი
Björn Borg (1987) color.jpg
ბორგი 1987 წელს
სრული სახელი ბიერნ რუნე ბორგი
მშობლიური სახელი Björn Rune Borg
ქვეყანა (სპორტი) შვედეთის დროშა შვედეთი
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 6 ივნისი, 1956 (1956-06-06) (62 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1973
კარიერა დაასრულა პირველად 1983
მეორედ 1993
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ლენარტ ბერგელინი (1971–1983)
რონ ტეტჩერი (1991–1993)
ფულადი პრიზი 3,655,751 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 609–127 (82.74%)
ტიტულები კარიერაში 64
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (23 აგვისტო, 1977)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1974)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1974, 1975, 1978, 1979, 1980, 1981)
უიმბლდონი გამარჯვება (1976, 1977, 1978, 1979, 1980)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (1976, 1978, 1980, 1981)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1979, 1980)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1976)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 86–81 (51.2%)
ტიტულები კარიერაში 4
უმაღლესი რეიტინგი 890-ე (22 მარტი, 1993)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (1973)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1974, 1975)
უიმბლდონი 3რ (1976)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (1975)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1975)
ბოლოს განახლდა: 18 იანვარი 2018.

ბიერნ რუნე ბორგი (შვედ. Björn Rune Borg; დ. 6 ივნისი, 1956, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4].

ბორგს მოგებული აქვს 11 დიდი სლემის ტურნირი – 6 საფრანგეთის ღია პირველობა და 5 უიმბლდონი. შვედმა ჩოგბურთელმა თიხის დიდი სლემი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2014 წლამდე, სანამ რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეხუთედ არ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. ბორგს მსგავსი რეკორდი დღემდე აქვს უიმბლდონზე ზედიზედ ხუთი ჩემპიონობით. მისი გამეორება მხოლოდ როჯერ ფედერერმა შეძლო. შვედ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე სხვა მრავალი რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის აღსანიშნავია: სამჯერ დიდი სლემის ტურნირის სეტის წაუგებლად მოგება (გაიმეორა რაფაელ ნადალმა), დიდი სლემის ტურნირებზე ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი – 89.81% (141–16), ზედიზედ 41 გამარჯვება უიმბლდონზე, ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი უიმბლდონზე – 92.73% (51–4), ზედიზედ 41 სეტის მოგება საფრანგეთის ღია პირველობაზე 1979–1981 წლებში.

ბორგმა ორჯერ წლის შემაჯამებელი ტურნირი და ერთხელ დეივისის თასი მოიგო შვედეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. ჯამში მან ერთეულთა თანრიგში ATP-ის 64 ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბორგმა 1972 წელს უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. იგი ჯამში 109 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

ბორგმა 1983 წელს 27 წლის ასაკში მოულოდნელად დაასრულა კარიერა. ამ დროს მას უკვე 11 დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული. 1991 წელს იგი დაუბრუნდა ჩოგბურთს და 1993 წლამდე რამდენიმე მატჩი გამართა, თუმცა ყველა წააგო და საბოლოოდ დაამთავრა საჩოგბურთო კარიერა.

შვედმა ჩოგბურთელმა 1970-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის[5]. 1979 წელს იგი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც ერთ წელიწადში ერთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 1987 წელს, ბორგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Other Languages
Afrikaans: Björn Borg
العربية: بيورن بورغ
asturianu: Björn Borg
беларуская: Б’ёрн Борг
български: Бьорн Борг
bosanski: Björn Borg
català: Björn Borg
čeština: Björn Borg
Чӑвашла: Бьорн Борг
Deutsch: Björn Borg
Ελληνικά: Μπγιορν Μποργκ
English: Björn Borg
Esperanto: Björn Borg
español: Björn Borg
euskara: Björn Borg
føroyskt: Björn Borg
français: Björn Borg
Gaeilge: Björn Borg
Gàidhlig: Björn Borg
galego: Björn Borg
hrvatski: Björn Borg
magyar: Björn Borg
íslenska: Björn Borg
italiano: Björn Borg
한국어: 비에른 보리
lietuvių: Björn Borg
latviešu: Bjērns Borgs
македонски: Бјорн Борг
Plattdüütsch: Björn Borg
Nederlands: Björn Borg
occitan: Björn Borg
ਪੰਜਾਬੀ: ਬਿਯੋਰਨ ਬੋਗ
polski: Björn Borg
português: Björn Borg
Runa Simi: Björn Borg
română: Björn Borg
русский: Борг, Бьорн
sicilianu: Bjorn Borg
srpskohrvatski / српскохрватски: Björn Borg
Simple English: Björn Borg
slovenčina: Björn Borg
slovenščina: Björn Borg
српски / srpski: Бјерн Борг
svenska: Björn Borg
Türkçe: Björn Borg
українська: Бйорн Борг
Tiếng Việt: Björn Borg
Winaray: Björn Borg
Yorùbá: Björn Borg
粵語: 波格