ბაუჰაუზი

სკოლის შენობა დესაუში.

ბაუჰაუზი — სახელოვნებო სკოლა გერმანიაში, რომელიც აერთიანებდა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას. სკოლა მოქმედებდა 1919 წლიდან 1933 წლამდე. ტერმინი გერმანულად ნიშნავდა „კონსტრუქციული სახლი“ და მისი მნიშვნელობა იყო „მშენებლობის სკოლა“.

ბაუჰაუსი დააარსა უოლტერ გროპიუსმა ვაიმარში. მიუხედავად სკოლის სახელისა და ფაქტისა რომ მისი დამაარსებელი არქიტექტორი იყო, ბაუჰაუზს საწყის წლებში არ ჰქონდა არქიტექტურული განყოფილება. ბაუჰაუზის სტილი მოგვიანებით გახდა თანამედროვე დიზაინის, მოდერნისტული არქიტექტურის და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობა. ბაუჰაზს ჰქონდა დიდი გავლენა შემდგომ განვითარებებზე ხელოვნებაში, არქიტექტურაში, გრაპიკულ დიზაინში, ინტერიერის დიზაინში, ინდუსტრიულ დიზაინში და ტიპოგრაფიაში.

სკოლა არსებობდა სამ გერმანულ ქალაქში: ვაიმარში (1919-1925), დესაუში (1925-1932) და ბერლინში (1932-1933) და ჰყავდა სამი სხვადასხვა არქიტექტორ-დიზაინერი: უოლტერ გროპიუსი 1919-დან 1928-მდე, ჰანეს მეიერი 1928-დან 1930-მდე და ლუდვიგ მის ვან დერ როე 1930-დან 1933-მდე. ვან დერ როე იყო ბოლო დირექტორი სკოლის დახურვამდე. ნაცისტურმა მთავრობამ განაცხადა, რომ სკოლა კომუნისტური ინტელეკტუალიზმის ცენტრი იყო და ნაცისტური რეჟიმის წნეხის ქვეშ მომხდარი სასწავლებელი მისივე ხელმძღვანელობამ დახურა. იმის მიუხედავად რომ სკოლა დაიხურა სკოლის შემადგენლობამ განაგრძო თავისი იდეალისტური მცნებების გავრცელება. მათ დატოვეს გერმანია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასახლდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.

ხელმძღვანელობისა და ადგილის შეცვლამ გამოიწვია ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორების და პოლიტიკის მუდმივი ცვლა. მაგალითად სამეთუნეო მაღაზია დაიხურა როდესაც სკოლა ვაიმარიდან დესაუში გადავიდა, იმის მიუხედავად რომ ის იყო კარგი საშემოსავლო წყარო. როცა მის ვან დერ როე გახდა სკოლის ხელმძღვანელი 1930 წელს, მან გადააკეთა ის კერძო სკოლად და ჰანეს მეიერის მომხრეებს დასწრების უფლებას არ აძლევდა.

Other Languages
Afrikaans: Bauhaus
Alemannisch: Bauhaus
العربية: باوهاوس
azərbaycanca: Bauhauz
Boarisch: Bauhaus
български: Баухаус
বাংলা: বাউহাউস
brezhoneg: Bauhaus
bosanski: Bauhaus
català: Bauhaus
Чӑвашла: Баухауз
Cymraeg: Bauhaus
Deutsch: Bauhaus
Ελληνικά: Μπάουχαους
English: Bauhaus
Esperanto: Bauhaus
eesti: Bauhaus
euskara: Bauhaus
فارسی: باوهاوس
suomi: Bauhaus
føroyskt: Bauhaus
français: Bauhaus
Frysk: Bauhaus
Gaeilge: Bauhaus
Gàidhlig: Bauhaus
galego: Bauhaus
עברית: באוהאוס
हिन्दी: बौहाउस
hrvatski: Bauhaus
magyar: Bauhaus
հայերեն: Բաուհաուզ
Bahasa Indonesia: Bauhaus
íslenska: Bauhaus
italiano: Bauhaus
日本語: バウハウス
Basa Jawa: Bauhaus
한국어: 바우하우스
Кыргызча: Баухауз
Latina: Bauhaus
Lingua Franca Nova: Bauhaus
Limburgs: Bauhaus
lietuvių: Bauhaus
latviešu: Bauhaus
Malagasy: Bauhaus
македонски: Баухаус
മലയാളം: ബവ്ഹൗസ്
Nederlands: Bauhaus
norsk nynorsk: Bauhaus
norsk: Bauhaus
polski: Bauhaus
Piemontèis: Bauhaus
پنجابی: باؤہاؤس
português: Bauhaus
română: Bauhaus
русский: Баухаус
sardu: Bauhaus
Scots: Bauhaus
srpskohrvatski / српскохрватски: Bauhaus
Simple English: Bauhaus
slovenčina: Staatliches Bauhaus
српски / srpski: Баухаус
svenska: Bauhaus
Kiswahili: Bauhaus
Tagalog: Bauhaus
Türkçe: Bauhaus
українська: Баугауз
Tiếng Việt: Bauhaus
中文: 包豪斯
Bân-lâm-gú: Bauhaus
粵語: 包浩斯