ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარსელონა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბარსელონა
Fc barcelona.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“
მეტსახელი Barça (ბარსა)[1]
Blaugranas (ლურჯ-ბროწეულისფერები)[2]
Cataloness (კატალონიელები)[3]
Cule
დაარსდა 29 ნოემბერი, 1899
სტადიონი კამპ ნოუ
ბარსელონა, კატალონია
(ტევადობა: 99 354 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსეპ ბართომეუ
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ერნესტო ვალვერდე
კაპიტანი ესპანეთის დროშა ანდრეს ინიესტა
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2017-18 პირველი ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“, აგრეთვე ცნობილი როგორც „ბარსა“ (ესპ. და კატ. Barça) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც კატალონიის ავტონომიურ ოლქში — ბარსელონაში მდებარეობს. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბი კატალონიის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დევიზი — „Més que un club“ — „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“.

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც. დღეისათვის იგი ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ოფიციალური ჯილდოების მიხედვით. მის ანგარიშზეა 65 ტიტული: 23-გზის ესპანეთის ჩემპიონობა, 27 ესპანეთის თასი, 11 ესპანეთის სუპერთასი, 4 ევროპის ჩემპიონთა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 უეფას თასი და 4 უეფა-ს სუპერთასი.

კლუბის მთავარი არენაა „კამპ ნოუ“, ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონი. 2009 წლის 19 იანვრიდან „ბარსელონას“ პირველი საფეხბურთო გუნდი სპორტულ კომპლექს „სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე“ ვარჯიშობს. ის მდებარეობს სან-ჟოან-დესპიში, სტადიონიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში.

2006-07 წლების სეზონზე „ბარსამ“ დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის. მისმა შემოსავალმა შეადგინა 291,1 მლნ ევრო.

2007 წლის ივნისის მონაცემებით, „ბარსას“ ფანების — „სოსიოსების“ რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით „culés“ (კულე).

„ბარსა“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი იმ მცირე კლუბებიდან, რომლებმაც უარი თქვეს სპონსორის ლოგოების საფეხბურთო მაისურებზე გამოსახვაზე. თუმცა 2005 წელს „ბარსას“ მაისურებზე გამოჩნდა „TV3-ის“ ლოგო (კატალონიის ტელემაუწყებლობა) — მარცხენა მხარზე, ხოლო შორტებსა და საყელოზე გაჩნდა კატალონიის პატარა დროშა. 2006 წელის 14 ივლისს კლუბმა გამოაცხადა UNICEF-თან ხუთწლიანი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც UNICEF-ის ლოგო გუნდის ფორმაზე 2011 წლამდე იყო გამოსახული. 2012 წელს ხელი მოეწერა 5-წლიან შეთანხმებას არაკომერციულ კომპანია Qatar Foundation-თან, რომლის თანახმადაც კლუბი 30 მლნ ევროს იღებდა ყოველწლიურად[4].

2009 წელს „ბარსელონამ“ დაამყარა უნიკალური შედეგი, როცა გახდა ერთადერთი ევროპული კლუბი, რომელმაც სეზონის განმავლობაში მოიგო ყველა შესაძლო მსხვილი ტურნირი (სამი ეროვნული — ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი და სამი საერთაშორისო — ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი).

2014 წლის 19 მაისიდან გუნდის მთავარი მწვრთნელია ლუის ენრიკე. იგი კლუბს სათავეში ჩაუდგა მას შემდეგ, რაც ხერარდო მარტინო წავიდა. კლუბის მოქმედი კაპიტანი ანდრეს ინიესტაა, რომელმაც ჩაანაცვლა 2015 წლის ივნისში წასული ჩავი ერნანდესი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა კატარში გააგრძელა.

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი „ბარსელონა B“, ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: კალათბურთში, ხელბურთში, ფუტსალში და გორგოლაჭებიან ჰოკეიში. არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

სექციების სია

Other Languages
Afrikaans: FC Barcelona
Alemannisch: FC Barcelona
العربية: نادي برشلونة
azərbaycanca: Barselona FK
беларуская: ФК Барселона
беларуская (тарашкевіца)‎: Барсэлёна (футбольны клюб)
български: ФК Барселона
bosanski: FC Barcelona
čeština: FC Barcelona
Deutsch: FC Barcelona
Zazaki: FC Barcelona
English: FC Barcelona
føroyskt: FC Barcelona
hrvatski: FC Barcelona
magyar: FC Barcelona
հայերեն: Բարսելոնա ՖԱ
Bahasa Indonesia: FC Barcelona
íslenska: FC Barcelona
Basa Jawa: FC Barcelona
Lëtzebuergesch: FC Barcelona
lietuvių: FC Barcelona
latviešu: FC Barcelona
Baso Minangkabau: FC Barcelona
македонски: ФК Барселона
Bahasa Melayu: FC Barcelona
مازِرونی: بارسلونا
Nederlands: FC Barcelona
norsk nynorsk: FC Barcelona
Kapampangan: FC Barcelona
polski: FC Barcelona
Piemontèis: FC Barslon-a
Runa Simi: FC Barcelona
română: FC Barcelona
русиньскый: ФК Барцелона
srpskohrvatski / српскохрватски: F.C. Barcelona
Simple English: F.C. Barcelona
slovenčina: FC Barcelona
slovenščina: FC Barcelona
Soomaaliga: FC Barcelona
српски / srpski: ФК Барселона
Sranantongo: FC Barcelona
Basa Sunda: FC Barcelona
svenska: FC Barcelona
Kiswahili: Barcelona F.C.
ślůnski: FC Barcelona
Türkmençe: FC Barcelona
Tagalog: FC Barcelona
Türkçe: FC Barcelona
oʻzbekcha/ўзбекча: Barselona (futbol klubi)
Tiếng Việt: F.C. Barcelona
isiXhosa: FC Barcelona
Yorùbá: FC Barcelona