ბარისან დე იბელინი

ბარისან დე იბელინი
Barisan d'Ibelin
იბელინის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1141
მმართ. დასასრული: 1150
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ჰუგო დე იბელინი
რამლის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 1148
მმართ. დასასრული: 1150
წინამორბედი: რენიე რამლელი
მემკვიდრე: ჰუგო დე იბელინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XI საუკუნე
გარდ. თარიღი: 1150
მეუღლე: ელვის რამლელი
შვილები: ჰუგო, ბალდუინი, ბალიანი, ირმენგარდა, სტეფანია
დინასტია: Armoiries Ibelin.svg იბელინები
რელიგია: კათოლიციზმი

ბარისან (ბალიან I) დე იბელინი ( ფრანგ. Barisan d'Ibelin; გ. 1150) — იბელინისა და რამლის სენიორი (ლორდი), იერუსალიმის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. იბელინთა დინასტიის ფუძემდებელი. ასევე ცნობილია როგორც ბალიან უფროსი.

ბიოგრაფია

დაიბადა სავარაუდოდ ჩრდილოეთ იტალიაში. მის ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი 1115 წლამდე, როდესაც იგი იაფის საგრაფოს კონსტებლი გახდა. 1122 წელს ერთგული სამსახურისთვის დაქორწინებული იქნა ელვისზე, რამლის სენიორის, ბალდუინ I-ის ქალიშვილზე.

1134 წელს, როდესაც ჰუგო II დე პიუზე — იაფის გრაფი იერუსალიმის მეფესფულკს აუჯანყდა, ბარისანმა მეფეს დაუჭირა მხარი და მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი სამეფო კარზე. 1141 წელს საკუთრებაში მიიღო ახლად-აშენებული იბელინის ციხე, რომელიც მდებარეობდა იაფასა და ასკალონს შორის. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ფატიმიანთა ხელში იყო. 1148 წელს ბარისანმა ქორწინების გზით მიიღო რამლის სენიორია. იმავე წელს, მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეთა ჩამოსვლის შემდეგ მონაწილეობდა აკრის საბჭოში, სადაც გადაწყდა დამასკოზე შეტევა.

გარდაიცვალა 1150 წელს. მისი მემკვიდრეობა მისმა ვაჟმა, ჰუგომ მიიღო.

Other Languages