ბამბა (გვარი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამბა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბამბა (Gossypium) — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. გაერთიანებულია 35, მათ შორის 5 კულტურული სახეობა (საბჭოთა მეცნიერ ფ. მაუერის კლასიფიკაციით): ინდოჩინური ბამბა(Gossypium arboreum), აფრიკულ-აზიური ბამბა(Gossypium herbaceum), მექსიკური ბამბა(Gossypium hirsutum), პერუული ბამბა(Gossypium barbadense) და სამკბილა ბამბა (Gossypium tricuspidatum). კულტურული სახეობებიდან ფართოდაა გავრცელებული მექსიკური ბამბა (ბამბის ბოჭკოს მსოფლიო წარმოების თითქმის 70%), რომელიც მოჰყავთ აშშ-ში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეტში. მეორე ადგილზეა ინდოჩინური ბამბა (ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი), პერუული ბამბა სიგრძის, სიწმინდისა და სიმაგრის მხრივ საუკეთესო ბოჭკოს იძლევა. მოჰყავთ პერუში, ეგვიპტეში, სუდანში, ბრაზილიაში.

ბამბა სინათლის მოყვარული მცენარეა. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30 °C; 0 °C-ზე დაბალ ტენპერატურაზე იღუპება. ცხელ და უღრუბლო ამინდში ბამბა, თუ სისტემატურად ირწყვება, მაღალ მოსავალს იძლევა. სუბტროპიკულ ზონაში და ამ ზონის ჩრდილოეთით იგი ერთწლოვანი კულტურაა. ჩვეულებრივ პირობებში ბამბის მცენარე ბუჩქია, რომელსაც სწორი დატოტვილი ღერო და 1-1,4 მ-ზე მეტი სიმაღლე აქვს (წმინდაბოჭკოიანი ჯიშები). ფოთოლი 3-7 ნაკვთიანია, ყვავილი მსხვილი. ბამბა ძირითადად თვითდამმტვერავია, თუმცა გვხვდება ჯვარედინმტვერიებიც. ნაყოფი 3-5 ბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბოჭკოთი დაფარული 20-40 თესლია მოთავსებული. მომწიფებული კოლოფის საგდულების გადაღუნვის შემდეგ გამოჩნდება ბამბის ბოჭკო, ე. ი. თესლკვირტის გარსის (ეპიდერმისის) ცალკეული გრძელი (25-იდან 50 მმ-მდე) უჯრედები. მოსავლის აღებისას ბოჭკოსა და თესლს ერთად იღებენ (ხამი ბამბა). ჯიშთა უმეტესობას თესლი დაფარული აქვს მოკლე ბეწვით - ღინღლით. ბამბა გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.

ბამბის თესვა-მოყვანას მისდევდნენ საქართველოშიც. უფრო ფართოდ აღმოსავლეთში (ახლანდელი გარდაბნისა და მარნეულის რაიონები, მდინარე ივრის ნაპირები, ალაზნის ველი და გაღმამხარი). 1933 წელს ბამბის ნათესმა ფართობმა ჩვენში 18 ათას ჰა-ს მიაღწია. 1939 წლიდან საქართველოში ბამბის თესვა შეწყდა.

ბამბის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ტყავს, რეზინსა და სხვას. თესლიდან ხდიან ზეთს, რომელსაც კვენის მრეწველობასა და ტექნიკაში იყენებენ, ხოლო გადამუშავების ნარჩენებს - ცხოველთა საკვებად. ბამბას ბამბის საკრეფი მანქანით კრეფენ. მოსავლის აღებამდე საჭიროა ფოთლების მოცილება და თან დეფოლიანტების შეფრქვევა ან შესხურება.

ბამბის მავნებლებია: ბამბის ხვატარი, ბამბის ბუგრი, აბლაბუდიანი ტკიპა; დაავადებები: ჭკნობა(ვილტი) და გუმოზი ანუ ბაქტერიოზი. ბრძოლის ღონისძიებანი: თესლის თესვისწინა დამუშავება ფორმალინით, გოგირდმჟავათი და გრანოზანით.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 2, გვ. 182, თბ., 1977
Other Languages
Alemannisch: Baumwolle
aragonés: Gossypium
العربية: جوسيبيوم
asturianu: Gossypium
azərbaycanca: Pambıq (bitki)
Boarisch: Baamwoi
беларуская: Бавоўнік
български: Памук (род)
bosanski: Gossypium
català: Cotoner
Cebuano: Gossypium
کوردی: لۆکە
čeština: Bavlník
Чӑвашла: Çĕр мамăкĕ
Cymraeg: Gossypium
Deutsch: Baumwolle
Ελληνικά: Βαμβάκι
English: Gossypium
Esperanto: Kotonujo
español: Gossypium
euskara: Kotoi-landare
suomi: Puuvillat
français: Gossypium
galego: Algodoeiro
hrvatski: Pamuk (biljka)
hornjoserbsce: Bałmowc
Kreyòl ayisyen: Koton
magyar: Gyapot
Հայերեն: Բամբակենի
italiano: Gossypium
日本語: 綿
қазақша: Мақта (дақыл)
한국어: 목화속
lietuvių: Vilnamedis
latviešu: Kokvilnas augi
മലയാളം: ഗൊസ്സീപിയം
မြန်မာဘာသာ: ဝါပင်
Nāhuatl: Ichcatl
Plattdüütsch: Boomwull
Nederlands: Katoenplant
occitan: Cotonièr
Picard: Couton
پنجابی: چوگی (جنس)
português: Algodoeiro
Runa Simi: Utku yura
română: Gossypium
armãneashti: Bumbacu
русский: Хлопчатник
русиньскый: Бавовна
srpskohrvatski / српскохрватски: Pamuk (biljka)
slovenčina: Bavlník
српски / srpski: Памук (биљка)
Kiswahili: Mpamba
తెలుగు: గాసిపియమ్
ไทย: ฝ้าย
татарча/tatarça: Мамык (үсемлек)
reo tahiti: Vavai
удмурт: Хлопок
українська: Бавовник
oʻzbekcha/ўзбекча: Gʻoʻza
Tiếng Việt: Chi Bông
Winaray: Gossypium
中文: 棉花屬