ბალეტი

„ბალეტის მოცეკვავეები“, ედგარ დეგა, 1872 წელი

ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo — ვცეკვავ) — სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო-მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე-16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.

ბალეტის ისტორია

ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების („დედოფლის კომედიური ბალეტი“, 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.

ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.

Other Languages
Afrikaans: Ballet
Alemannisch: Ballett
العربية: باليه
অসমীয়া: বেলে নৃত্য
asturianu: Ballet
azərbaycanca: Balet
башҡортса: Балет
беларуская: Балет
беларуская (тарашкевіца)‎: Балет
български: Балет
বাংলা: ব্যালে
brezhoneg: Barrez
bosanski: Balet
català: Ballet
Chavacano de Zamboanga: Ballet
čeština: Balet
Чӑвашла: Балет
Cymraeg: Bale
dansk: Ballet
Deutsch: Ballett
Zazaki: Bale
Ελληνικά: Μπαλέτο
English: Ballet
Esperanto: Baleto
español: Ballet
eesti: Ballett
euskara: Ballet
فارسی: باله (رقص)
suomi: Baletti
français: Ballet
Frysk: Ballet
贛語: 芭蕾
galego: Ballet
עברית: בלט
हिन्दी: बैले
hrvatski: Balet
magyar: Balett
հայերեն: Բալետ
interlingua: Ballet
Bahasa Indonesia: Balet
Interlingue: Ballette
Ido: Baleto
italiano: Balletto
日本語: バレエ
Patois: Bale
Basa Jawa: Balèt
қазақша: Балет
한국어: 발레
Кыргызча: Балет
Latina: Ballatio
lietuvių: Baletas
latviešu: Balets
македонски: Балет
മലയാളം: ബാലെ
Bahasa Melayu: Balet
नेपाल भाषा: ब्याले
Nederlands: Ballet
norsk nynorsk: Ballett
norsk: Ballett
Novial: Balete
ਪੰਜਾਬੀ: ਬੈਲੇ
polski: Balet
português: Balé
română: Balet
русский: Балет
Scots: Ballet
srpskohrvatski / српскохрватски: Balet
Simple English: Ballet
slovenčina: Balet
slovenščina: Balet
shqip: Baleti
српски / srpski: Балет
Basa Sunda: Tari Balèt
svenska: Balett
தமிழ்: பாலே
тоҷикӣ: Балет
Tagalog: Ballet
Türkçe: Bale
татарча/tatarça: Balet
українська: Балет
oʻzbekcha/ўзбекча: Balet
Tiếng Việt: Múa ba lê
Winaray: Ballet
中文: 芭蕾舞
Bân-lâm-gú: Pa-lé-bú
粵語: 芭蕾