ბაასი

არაბეთის სოციალისტური პარტია - ბაასი
არაბ. حزب البعث العربي الاشتراكي‎‎

არაბეთის სოციალისტური პარტია - ბაასი
ლიდერი ბაშარ ალ-ასადი
დაფუძნდა 7 აპრილი, 1947
დაიშალა 23 თებერვალი, 1966
იდეოლოგია ბაასიზმი
შტაბ-ბინა დამასკი
www.baath-party.org

არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია (არაბ. حزب البعث العربي الاشتراكي‎‎), შემოკლებით ბაასი (აღორძინება) — საერთო არაბული პოლიტიკური პარტია სირიაში. დაარსებულია 1947 წელს მიშელ აფლიაკისა და სალაჰ ად-დინ ბიტარის მიერ. აერთიანებს არაბული სოციალიზმის, პანარაბიზმისა და ანტიიმპერიალიზმის იდეებს.

ოფისები აქვს სირიაში, ერაყში, ალჟირში, ბაჰრეინში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ქუვეითში, ლიბანში, ლიბიაში, მავრიტანიაში, პალესტინაში, სუდანში, ტუნისში და იემენში. 1963 წელს ბაასის პარტიის ერაყულმა დაჯგუფებამ მოახერხა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო გადატრიალების შედეგად. მაგრამ მათი რეჟიმი დაამხეს რამდენიმე თვის შემდეგ. ამავე წელს ბაასისტებმა ხელისუფლება ხელჩი ჩაიგდეს სირიაში 8 მარტის რევოლუციის პერიოდში. ამ წლიდან იწყება პარტიის ხანგრძლივი მმართველობა სირიაში.

არაბთა სოციალისტური აღორძინების ერთიანი პარტია 1966 წელს დაიშალა ორ დე-ფაქტო დამოუკიდებელ პარტიად: პროსირიულ და პროერაყულ ნაწილებად, რომელთაგანაც თითოეული საკუთარ თავს მიიჩნევს ძირითადი პარტიის კანონიერ მემკვიდრედ და აქვს განყოფილებები სხვადასხვა ქვეყნებში. პირველი მათგანი მართავს სირიას დღემდე, ხოლო მეორე მათგანი დაამხეს 2003 წელს.

ისტორია

საერთოარაბული პოლიტიკური პარტია დაარსდა 1947 წლის 7 აპრილს, დამასკში, მიშელ აფლიაკისა და სალაჰ ად-დინ ბიტარის მიერ და თავიდან ეწოდებოდა არაბთა აღორძინების პარტია. 1954 წელს გაერთიანდა არაბეთის სოციალისტურ პარტიასთან და აქედან მოყოლებული ეწოდება არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია. პარტიის დაარსების მიზანი სოციალიზმის მშენებლობა და არაბების გაერთიანება იყო. პარტიის ძირითადი იდეოლოგია კი პანარაბული მოძრაობა. პარტიის ლოზუნგია „ერთიანობა, თავისუფლება, სოციალიზმი“.

ბაასი ხელისუფლებაში მოვიდა ერაყსა (8 თებერვალი, 1963) და სირიაში (8 მარტი, 1963). ერაყში ხელისუფლებას ჩამოაშორეს ამავე წლის ნოემბერში, მაგრამ კვლავ დაიბრუნეს ხელისუფლება 1968 წლის 17 ივლისს და ხელისუფლებაში დარჩნენ 2003 წლამდე.

1966 წელს სირიის ხელისუფლებაში მოვიდნენ პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები ( ნურედინ ალ-ათასი, სალაჰ ჯადიდი). პარტიის ერაყული ნაწილი არ დაეთანხმა შიდაპარტიულ გადატრიალებას და 1968 წელს შეიფარა პარტიის ისტორიული ლიდერები მიშელ აფლიაკი და სალაჰ ად-დინ ბიტარი. სირიაში აფლიაკი და მისი თანამებრძოლები 70-იანი წლების დასაწყისში დაადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და სიკვდილი მიუსაჯეს.

1970-იანი წლების ბოლოს სირიისა და ერაყის ბაასისტებმა კავშირი დაამყარეს კომუნისტურ პარტიებთან. პარტიის ორივე ნაწილმა მეგობრული ურთიერთობა დაამყარა სკკპ-სთან. თუმცა ერაყში თანამშრომლობა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასა და ბაასს შორის შეწყდა სადამ ჰუსეინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე (1979 წ.).

პარტიის გენერალური მდივანი (სირიული ვერსიით) 2000 წლამდე იყო ჰაბეზ ასადი, ხოლო 2000 წლიდან ბაშარ ალ-ასადი. პარტიის გენერალური მდივანი (ერაყული ვერსიით) თავის გარდაცვალებამდე, 1989 წლამდე მიშელ აფლიაკია, ერაყის რეგიონალური ხელმძღვანელი 1979 წლიდან სადამ ჰუსეინია. 2007 წელს პარტიის ერაყული ფრთის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ რეგიონალური ხელმძღვანელი გახდა იზატ იბრაგიმ ად-დური, რომელსაც აქამდე ეკავა გენნერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა.

პარტია ფუნქციონირებს იემენში (ორივე ფრაქცია პარლამენტშია), ლიბანში, პალესტინაში (პროსირიული — „ას-საიკა“, პროერაყული — „არაბეთის გათავიუფლების ფრონტი“) და სხვა არაბულ ქვეყნებში.

2012 წლის 26 თებერვალს რეფერენდუმზე სირიელთა უმრავლესობამ მოიწონა ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც პარტია ბაასმა დაკარგა წამყვანი როლი ქვეყანაში.

Other Languages
ܐܪܡܝܐ: ܓܒܐ ܕܒܥܬ
azərbaycanca: BƏƏS
български: Баас
brezhoneg: Strollad Baath
català: Partit Baas
čeština: Baas
Deutsch: Baath-Partei
ދިވެހިބަސް: ބަޢަޘް ޕާޓީ
Ελληνικά: Κόμμα Μπάαθ
English: Ba'ath Party
Esperanto: Baazo
français: Parti Baas
עברית: בעת'
hrvatski: Baas
magyar: Baasz Párt
Bahasa Indonesia: Partai Ba'ath
italiano: Partito Ba'th
日本語: バアス党
한국어: 바트당
Mirandés: Partido Baath
مازِرونی: بعث حزب
norsk nynorsk: Baathpartiet i Irak
polski: Partia Baas
português: Partido Baath
русский: Баас
srpskohrvatski / српскохрватски: Baas
Simple English: Ba'ath Party
српски / srpski: Баас
svenska: Baathpartiet
Türkçe: Baas Partisi
українська: Баас
Tiếng Việt: Đảng Ba'ath
ייִדיש: באאט