აღლაბიდები

ქაირუანის დიდი მეჩეთი — აღლაბიდების ეპოქის ძეგლი

აღლაბიდებიარაბთა ერთ-ერთი მმართველი დინასტია 800- 909 წლებში. ისლამის პირველივე საუკუნეებიდან ხალიფატისაგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთის სამხრეთით მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იწყებს ჩამოყალიბებას. 800 წელს თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე წარმოიშვა აღლაბიდების ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღლაბიდების დინასტიის დამაარსებელია იბრაჰიმ ალ-აღლაბი ( 800- 812 წწ.). დინასტია იბრძოდა იმ ტომთა წინააღმდეგ, რომლებიც ხარიჯიზმის დროშის ქვეშ იბრძოდნენ და რომელთაც შექმნილი ჰქონდათ თაჰერის იმამათი. აღლაბიდთა სახელმწიფოს კულტურული ცენტრი იყო ქალაქი ქაირუანი. ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობდა მათგანვე აგებული ციხესიმაგრე კასრ-ალ-კადიმი — აღლაბიდების რეზიდენცია. დინასტიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. წარმატებას მიაღწიეს, აგრეთვე, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. განავითარეს მიწათმოქმედება, ხელოსნობა, განავრცეს სანაოსნო და საქარავნო გზები, ტუნისის მთელ სანაპიროზე აიგო ციხესიმაგრეები. აღლაბიდების სახელმწიფომ შიიტთა თავდასხმების შედეგად 909 წელს შეწყვიტა არსებობა.

ლიტერატურა

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. I, თბ., 2007
Other Languages
aragonés: Aglabí
العربية: أغالبة
تۆرکجه: اغلبی‌لر
български: Аглабиди
català: Aglàbida
Deutsch: Aghlabiden
Ελληνικά: Αγλαβίδες
English: Aghlabids
Esperanto: Aglabidoj
español: Aglabí
فارسی: اغلبیان
suomi: Aghlabidit
français: Aghlabides
עברית: אע'לבים
magyar: Aglabidák
Bahasa Indonesia: Aghlabiyyah
italiano: Aghlabidi
日本語: アグラブ朝
lietuvių: Aglabidai
Bahasa Melayu: Bani Aghlab
Nederlands: Aghlabiden
polski: Aghlabidzi
پنجابی: اغالبہ
português: Emirado Aglábida
română: Aghlabizi
русский: Аглабиды
sicilianu: Aglabbiti
Scots: Aghlabids
srpskohrvatski / српскохрватски: Aglabidi
slovenščina: Aglabidi
српски / srpski: Аглабиди
svenska: Aghlabider
Türkçe: Aglebiler
українська: Аглабіди
اردو: اغالبہ