აფსირტე

მედეა ბრძანებს აფსირტეს არგოს ბორტს მიღმა გადაგდებას (პორტრეტი: ოქროს საწმისი, შესრულებული ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის მიერ 1904 წელს).

აფსირტე (ძვ. ბერძნ. Ἄψυρτος) — კოლხეთის მითური მეფის აიეტის ძე და მემკვიდრე (დაახლ. ძვ. წ. XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მოტყუებით მოკლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის გატაცებისას.

ვერსიები

ზოგიერთი მითის მიხედვით, აფსირტე არგონავტების ლაშქრობის დროს ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. სხვა ვერსიით ისიც არგოში ჩაჯდა, მედეამ თან წაიყვანა (აპოლოდ. 19, 23), გემზე ნაწილ-ნაწილ დაკეპა, ზღვაში გადაყარა და ვიდრე მდევარი აიეტი წმინდა ნაწილებს კრეფდა, არგონავტები დაწინაურდნენ. უფრო ცნობილი თქმულებით, რაც არგონავტიკაშია ფიქსირებული, აფსირტე მდევარ კოლხთა ფლოტს სარდლობს, მედეამ ვითომ მოსალაპარაკებლად მიიტყუა ტაძარში, სადაც ჩასაფრებულმა იასონმა მახვილით მოკლა (აპოლოდ. 1,9, 23-24). ასევე მისი სახელობისაა ქალაქი აფსირტი გმირის დაღუპვის ადგილას. კორპ. კეისარი.

Other Languages
български: Апсирт
brezhoneg: Absyrtos
català: Apsirt
čeština: Apsyrtos
dansk: Absyrtos
Deutsch: Absyrtos
Ελληνικά: Άψυρτος
English: Absyrtus
Esperanto: Apsirto
español: Apsirto
euskara: Apsirto
suomi: Absyrtos
français: Absyrte
magyar: Apszürtosz
հայերեն: Աբսիրտոս
italiano: Apsirto
Latina: Absyrtus
lietuvių: Absirtas
polski: Apsyrtos
português: Absirto
română: Absyrtus
русский: Апсирт
slovenščina: Apsirt
српски / srpski: Апсирт
Türkçe: Absyrtos
українська: Апсірт