არკადიუსი (ბიზანტია)

არკადიუსი
Flavius Arcadius Avgustus
Arcadius Istanbul Museum.PNG
არკადიუსის ბიუსტი
ბიზანტიის 1-ლი იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 395
მმართ. დასასრული: 408
წინამორბედი: თეოდოსიუს I
მემკვიდრე: თეოდოსიუს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 377
დაბ. ადგილი: ესპანეთი
გარდ. თარიღი: 1 მაისი 408
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოქსია
შვილები: თეოდოსიუს II
პულხერია
არკადია,
ფლაცილა
დინასტია: ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების
მამა: თეოდოსიუს I
დედა: ფლაცილა


არკადიუსი (ფლავიუს არკადიუს ავგუსტუსი) (377- 408) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 395-408 წლებში. რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-ის უფროსი ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ 395 წელს სამართავად ერგო აღმოსავლეთ რომის იმპერია. იმპერიის დასავლეთი ნაწილი კი — მის უმცროს ძმას, ჰონორიუსს.

გადმოცემის თანახმად, არკადიუსის მმართველობის წლებში, სახელმწიფოს, ფაქტობრივად, მართავდნენ მასთან დაახლოებული პირები — ჯერ კარისკაცი რუფინუსი (ეროვნებით გალი), ხოლო შემდეგ — საჭურისი ევტროპიუსი. იმხანად იმპერიაში შედიოდა შემდეგი ოლქები: დაკია, მაკედონია, საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, სირია, პალესტინა და ეგვიპტე. რუფინუსისა და ევტროპიუსის ძალაუფლებას ბოლო მოუღეს გუთმა ლეგიონერებმა.

არკადიუსის მმართველობის ბოლო წლებში ძალაუფლება ხელთ იგდეს დედოფალმა ევდოქსიამ და სარდალმა გაიანასმა, რომელიც მოკლული იქნა ჰუნების მიერ. დედოფალ ევდოქსიას თავაშვებულობას დიდ წინააღმდეგობას უწევდა მაშინდელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იოანე ოქროპირი, რომელიც ამის გამო ჩამოშორებული იქნა საეკლესიო მმართველობას და გადასხლებული იქნა აფხაზეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც სოფელ კომანში.

არკადიუსი გარდაიცვალა 408 წლის 1 მაისს 31 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ტახტზე ავიდა მისი არასრულწლოვანი ვაჟი თეოდოსიუს II.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ. გვ. 476
წინამორბედი:
თეოდოსიუს I
ბიზანტიის იმპერატორი
395 - 408
შემდეგი:
თეოდოსიუს II
Other Languages
Afrikaans: Arcadius
aragonés: Arcadio
العربية: آركاديوس
تۆرکجه: آرکادیوس
беларуская: Флавій Аркадзій
български: Аркадий
brezhoneg: Arcadius
bosanski: Arkadije
català: Arcadi
čeština: Arcadius
Cymraeg: Arcadius
dansk: Arcadius
Deutsch: Arcadius
Zazaki: Arcadius
Ελληνικά: Αρκάδιος
English: Arcadius
Esperanto: Flavio Arkadio
español: Arcadio
eesti: Arcadius
euskara: Arkadio
فارسی: آرکادیوس
suomi: Arcadius
français: Flavius Arcadius
Frysk: Arkadius
galego: Arcadio
客家語/Hak-kâ-ngî: Arcadius
hrvatski: Arkadije
Bahasa Indonesia: Arcadius
italiano: Arcadio
kurdî: Arkadiyo
Latina: Arcadius
lietuvių: Arkadijus
македонски: Аркадиј
Nederlands: Arcadius
norsk: Arcadius
português: Arcádio
română: Arcadius
Scots: Arcadius
srpskohrvatski / српскохрватски: Arkadije
slovenčina: Arkadios
slovenščina: Arkadij
српски / srpski: Аркадије
svenska: Arcadius
Kiswahili: Arcadius
Tagalog: Arcadius
Türkçe: Arcadius
Tiếng Việt: Arcadius
Yorùbá: Arcadius
Bân-lâm-gú: Arcadius