ალექსანდრე სოლჟენიცინი

ალექსანდრე სოლჟენიცინი
Aleksandr Solzhenitsyn 1974crop.jpg
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი 1918(1918-12-11) [1] [2] [3]
დაბ. ადგილი კისლოვოდსკი, რსფსრ [1]
გარდ. თარიღი 3 აგვისტო 2008(2008-08-03) [4] [1] [2] [3] (89 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი [1]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი, რომანისტი, სცენარისტი, დრამატურგი და პოეტი
ეროვნება რუსები
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg  სსრკ
Flag of Russia.svg  რუსეთი
მოქალაქეობის არმქონე
ალმა-მატერი სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus ივან დენოსოვიჩის ერთი დღე, წრეში პირველი, კიბოს კორპუსი, არქიპელაგი გულაგი და ორასი წელი ერთად
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში [5] [6], მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ტემპლტონის პრემია, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „კენიგსბერგის აღებისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი და Q2297199?
მეუღლე ნატალია სოლჟენიცინა
შვილ(ებ)ი იგნატ სოლჟენიცინი
ხელმოწერა Aleksandr Solzhenitsyn signature.svg
საიტი solzhenitsyn.ru

ალექსანდრე სოლჟენიცინი ( რუს. Александр Исаевич Солженицын) (დ. 11 დეკემბერი 1918, კისლოვოდსკი - გ. 3 აგვისტო, 2008, მოსკოვი) – რუსი მწერალი, პუბლიცისტი და საბჭოთა დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ( 1970), ავტორი ტრილოგიისა არქიპელაგი გულაგი.

ბიოგრაფია

დაიბადა კისლოვოდსკში, რუსეთი. მამა, ისააკ სოლჟენიცინი, ახალგაზრდა არმიის ოფიცერი, ნადირობისას დაიღუპა და შვილი დედამ ქსენია სოლჟენიცინა-შერბაკმა გაზარდა. მისი ბავშვობა დაემთხვა რუსეთის სამოქალაქო ომს, დედის ოჯახის მამული 1930 წელს განკულაკებას მოჰყვა და კოლმეურნეობას ჩაბარდა. მას შემდეგ იჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა.

დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი, პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში. მუშაობდა მასწავლებლად. 1940 წელს იქორწინა თანაკურსელ ნატალია რეშეტოვსკაიაზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო საბჭოთა არმიის კაპიტანი, სამხედრო სამსახურისას დააჯილდოვეს ორჯერ. 1945 წელს დააპატიმრეს, პირად საუბარში სტალინის კრიტიკისთვის.

სასჯელის პირველ ნაწილს სოლჟენიცინი სხვადასხვა შრომით-გამასწორებელ ბანაკში იხდიდა; "საშუალო ფაზა", როგორც თავად უწოდებს, გაატარა შარაშკაში, სპეციალურ სამეცნიერო-კვლევით ბანაკში, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აკონტროლებდა: ეს გამოცდილება სახელწოდებით "პირველი ციკლი" მან შემდგომში დასავლეთში გამოაქვეყნა 1968 წელს. 1950 წელს იგი სპეცბანაკში გააგზავნეს პოლიტიკური პატიმრებისთვის. ეს ბანაკი ეკიტასტუზში, ყაზახეთი, მდებარეობდა და აქ მას სამშენებლო მუშად ამუშავებდნენ. აქ გადარებული დრო საფუძვლად დაედო მის წიგნს "ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებაში." ამ პერიოდში ამოუღეს მას სიმსივნე, თუმცა შესაბამისი დიაგნოზი არ დაუსვამთ.

1953 წლის მარტიდან სოლჟენიცინს მთელი ცხოვრება შინა პატიმრობა მიესაჯა კოლ-ტერეკში, სამხრეთი ყაზახეთი. მისი სიმსივნე გართულდა და წლის ბოლოსთვის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. 1954 წელს მას ნება დართეს მკურნალობა ტაშკენტის საავადმყოფოში გაევლო, სადაც იგი განიკურნა. ეს გამოცდილება საფუძვლად დაედო რომანს "კიბოს საკანი" და მოთხრობას "მარჯვენა ხელი". რეაბილიტირებული იქნა 1957 წელს.

სწორედ გადასახლების პერიოდში საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობისას იწყებს სოლჟენიცინი საიდუმლოდ ღამღამობით წერას. ის მოგვიანებით აღნიშნავდა მის მოკლე ავტობიოგრაფიულ ნაკრვევში, რომელიც მან ნობელის პრემიის მიღების პერიოდში დაწერა, რომ "მთელი ხნის განმავლობაში 1961 წლამდე, მე არა მხოლოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერცერთ ჩემს დაწერილ სტრიქონს ვნახავდი დაბჭდილს ჩემი სიცოცხლის პერიოდში, არამედ, ასევე ვერცერთ ჩემ უახლოეს მეგობარსაც კი ვერ წავაკითხებდი რაიმეს ჩემს დაწერილთაგან, იმის შიშით, რომ ეს ცნობილი გახდებოდა."

ბოლოს, როცა უკვე 42 წლის იყო, მან მიმართა პოეტს, ჟურნალი ნოვი მირის მთავარ რედაქტორს ალექსანდრე ტვარდოვსკის ნაწარმოების "ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან" ხელნაწერით. რომანი გამოქვეყნდა 1962 წელს პირადად ნიკიტა ხრუშჩოვის ნებართვით. ეს ერთადერთი მისი წიგნის მასშტაბის ნაწარმოები იყო, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოიცა. ამ ნაწარმოებით ავტორმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. სოლჟენიცინმა საერთაშორისო საზოგადოებას პირველად ამცნო გულაგის არსებობის შესახებ და წარმოუჩინა მდგომარეობა საბჭოთა ბანაკებში. წიგნი სენსაცია გახდა, ვინაიდან ეს პირველი საბჭოთა ლიტარატურული ნაწარმოები იყო 20-იანი წლების შემდეგ პოლიტიკურ თემაზე, რომელიც პარტიის წევრის მიერ არ იყო დაწერილი, ადამიანისგან რომელიც ციმბირს იქნა გაგზავნილი თავისუფალი აზროვნებისთვის და ამისდა მიუხედავად ცენზურას გადაურჩა. ამ მნიშვნელობით სოლჟენიცინის პუბლიკაცია თითქმის გაუგონარი შემთხვევა იყო პოლიტიკის თავისუფალი, შეუზღუდავი განხილვისა ლიტერატურის მეშვეობით. თუმცა ხრუშოვის 1964 წელს მთავრობიდან გადაყენების შემდეგ ეს შესაძლებლობა მალე დაიხურა. სოლჟენიცინი არ ნებდებოდა და კვლავ ცდილობდა ტვარდოვსკის მეშვეობით შემდეგი რომანი კიბოს საკანის გამოქვეყნებას ლეგალურად, თუმცა უშედეგოდ. თუნცა მწერალთა კავშირში ბევრი მის ნამუშევარს მხარს უჭერდა, მის გამოქვეყნებას ცენზურის გარეშე ვერავინ ბედავდა.

მინის ნამუშევრების ბეჭდვა მყისვე შეწყდა; როგორც მწერალი ის ნონ-გრატა გახდა და 1965 წელს სუკმა ზოგიერთი მისი ნამუშევრების კონფისკაცია მოახდინა, პირველი წრის ხელნაწერების ჩათვლით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სოლჟენიცინი აგრძელებდა ჩუმად მუშაობას მის ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტურ არქიპელაგ გულაგზე. თავდაპირველად მისი ხელნაწერების დაკარგვამ იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, თუმცა მალევე გაითვითცნობიერა, რომ მათი დაკარგვით ის თავისუფლდებოდა ოფიციალურად აღიარებული მწერლის პრეტენზიულობისგან და უფრო თავისუფლად შეეძლო წერა. 1967 წელს სოლჟენიცინი გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. გაურკვეველია ის პირობები, თუ როგორ ახერხებს სოლჟენიცინი თავის რჩენას ამ პერიოდში, ვინაიდან მას არც წიგნების გამოქყვენებიდან ჰქონდა შემოსავალი და არც მასწავლებლობიდან.

1970 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომლის მიღება მან მხოლოდ დეპორტაციის შემდეგ შეძლო. არქიპელაგი გულაგი, რომელიც შემდეგ მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები გახდა, პირველად გამოქვეყნდა პარიზში 1973 წელს. 1974 წელს დააპატიმრეს და ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა. მალევე დეპორტირებული იქნა დასავლეთ გერმანიაში.

გარკვეული დრო ევროპაში ყოფნის შემდეგ დასახლდა ამერიკაში, ვერმონტის შტატში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოლჟენიცინს აღუდგინეს რუსეთის მოქალაქეობა. სოლჟენიცინი გარდაიცვალა 2008 წლის 3 აგვისტოს მოსკოვში 90 წლის ასაკში. შვილის, იგნატის სიტყვებით, გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მწვავე უკმარისობა.

Other Languages
azərbaycanca: Aleksandr Soljenitsın
беларуская (тарашкевіца)‎: Аляксандар Салжаніцын
dolnoserbski: Aleksandr Solženicyn
hornjoserbsce: Aleksandr Solženicyn
Bahasa Indonesia: Aleksandr Solzhenitsyn
Plattdüütsch: Alexander Solschenizyn
norsk nynorsk: Aleksandr Solzjenitsyn
srpskohrvatski / српскохрватски: Aleksandar Solženjicin
Simple English: Aleksandr Solzhenitsyn
slovenščina: Aleksander Solženicin
oʻzbekcha/ўзбекча: Aleksandr Soljenitsin
vepsän kel’: Solženicin Aleksandr
粵語: 索贊尼辛