ალექსანდრე ოპარინი

ალექსანდრე ოპარინი
Aleksandr Oparin and Andrei Kursanov in enzymology laboratory 1938.jpg
დაბ. თარიღი 2 მარტი 1894(1894-03-02)
დაბ. ადგილი უგლიჩი[1]
გარდ. თარიღი 21 აპრილი 1980(1980-04-21)[2] [3] [4] [5] [6] (86 წელი)
გარდ. ადგილი ეკვადორი, გუაიაკილი, ეკვადორი[7]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, კალინგის პრემია, Empresa de Ferrocarriles Ecuatorianos, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი და ლენინური პრემია

ალექსანდრე ივანეს ძე ოპარინი (რუს. Опарин, Александр Иванович; დ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1894, უგლიჩი — გ. 21 აპრილი, 1980, მოსკოვი) — საბჭოთა ბიოქიმიკოსი, რომელმაც შექმნა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერულად დასაბუთებული თეორია. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1969). ოპარინის უმთავრესი ნაშრომები ეძღვნება მცენარეული ნედლეულის გადამუშავების ბიოქიმიურ საფუძვლებს, ფერმენტების მოქმედებას მცენარეში, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. ოპარინის აზრით სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე ნახშირბადოვანი ნაერთების ევოლუციის შედეგია. ოპარინი იყო სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი (1970-დან, 1977-დან საპატიო პრეზიდენტი), ბულგარეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, კუბის, ესპანეთის, იტალიის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი და გერმანიის ბუნებისმეტყველების აკადემიის „ლეოპოლდინას“ წევრი. ლენინური (1974) და ალექსი ბახის სახელობის პრემიების ლაურეატი. 1979 წელს მიენიჭა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი. 1977 წელს სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა ალექსანდრე ოპარინის სახელობის ოქროს მედალი. დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე საზღვარგარეთის ორდენებით და მედლებით.

ლიტერატურა

Other Languages
Esperanto: Aleksandr Oparin
Bahasa Indonesia: Alexander Oparin
íslenska: Alexander Oparin
македонски: Александар Опарин
Nederlands: Aleksandr Oparin
português: Aleksandr Oparin
srpskohrvatski / српскохрватски: Aleksandar Oparin
Simple English: Alexander Oparin
oʻzbekcha/ўзбекча: Aleksandr Oparin
Tiếng Việt: Alexander Oparin