აბორტი

აბორტი ( ლათ. abortus „მუცლის მოშლა“, „მუცლის მოწყვეტა“) — ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვავოთ ნაადრევი მშობიარობისაგან (ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ), როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური.

სპონტანური აბორტი

სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი. ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსიმვნე, სასაქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუსფაქტორის მიხედვით) და სხვა. სპონტანურ აბორტის განვითარების რამდენიმე სტადია აქვს:

  • მოსალოდნელი აბორტი იწყება სუსტი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის ქვემო ნაწილში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენით;
  • დაწყებითი აბორტის დროს ტკივილი და სისხლდენა მატულობს ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე, ჰორმონოთერაპია, ვიტამინებით მკურნალობა. დროული მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ორსულობის შენარჩუნება. თუ მიღებული ზომების მიუხედავად სისხლდენა და ტკივილი ძლიერდება და იწყება საშვილოსნოდან სანაყოფო კვერცხის ნაწილების გამოყოფა (არასრული აბორტი), აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკა.
  • დასრულებული აბორტის დროს სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიყოფა საშვილოსნოდა, სისხლდენა წყდება და საშვილოსნო იკუმშება. მრავალჯერ განმეორებულ სპანტანურ აბორტს ჩვეული აბორტი ეწოდება.
Other Languages
Afrikaans: Aborsie
aragonés: Alborto
العربية: إجهاض
مصرى: اجهاض
asturianu: Albuertu
azərbaycanca: Abort
башҡортса: Аборт
žemaitėška: Abuorts
беларуская: Аборт
беларуская (тарашкевіца)‎: Аборт
български: Аборт
বাংলা: গর্ভপাত
bosanski: Pobačaj
català: Avortament
کوردی: لەبەرچوون
čeština: Interrupce
Cymraeg: Erthyliad
dansk: Abort
Zazaki: Kurtaj
Ελληνικά: Έκτρωση
English: Abortion
Esperanto: Aborto
español: Aborto
eesti: Abort
euskara: Abortu
فارسی: سقط جنین
suomi: Abortti
føroyskt: Fosturtøka
français: Avortement
Frysk: Abortus
Gaeilge: Ginmhilleadh
galego: Aborto
Avañe'ẽ: Membykua
हिन्दी: गर्भपात
Fiji Hindi: Abortion
hrvatski: Pobačaj
Հայերեն: Վիժում
interlingua: Aborto
Bahasa Indonesia: Gugur kandungan
Ilokano: Alis
íslenska: Fóstureyðing
italiano: Aborto
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᐃᓄᐃᑎᑦᑐᖅ
日本語: 妊娠中絶
Patois: Abaashan
Basa Jawa: Aborsi
Kabɩyɛ: Avortement
қазақша: Аборт
한국어: 낙태
Кыргызча: Аборт
Latina: Abortus
Lëtzebuergesch: Ofdreiwung
Limburgs: Abortus
lumbaart: Abort
lietuvių: Abortas
latviešu: Aborts
मैथिली: गर्भपतन
Malagasy: Fanalan-jaza
македонски: Абортус
മലയാളം: ഗർഭഛിദ്രം
монгол: Аборт
मराठी: गर्भपात
Bahasa Melayu: Pengguguran
Malti: Abort
नेपाली: गर्भपतन
Nederlands: Abortus
norsk nynorsk: Abort
norsk: Abort
occitan: Avortament
ଓଡ଼ିଆ: ଗର୍ଭପାତ
ਪੰਜਾਬੀ: ਗਰਭਪਾਤ
Kapampangan: Abortion
polski: Aborcja
Piemontèis: Abòrt
پنجابی: ابورشن
português: Aborto
Runa Simi: Sulluchiy
română: Avort
русский: Аборт
русиньскый: Аборт
srpskohrvatski / српскохрватски: Abortus
සිංහල: ගබ්සාව
Simple English: Abortion
slovenčina: Interrupcia
slovenščina: Splav
chiShona: Kubvisa nhumbu
српски / srpski: Побачај
svenska: Abort
Kiswahili: Utoaji mimba
తెలుగు: గర్భస్రావం
Türkmençe: Abort
Tagalog: Pagpapalaglag
Türkçe: Kürtaj
татарча/tatarça: Аборт
українська: Аборт
oʻzbekcha/ўзбекча: Abort
Tiếng Việt: Phá thai
Winaray: Punit
ייִדיש: אבארטאציע
Yorùbá: Ìṣẹ́yún
中文: 堕胎
Bân-lâm-gú: Thu̍t-the
粵語: 落仔